Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ამას სჭირდებოდა 10 წუთის დაკარგვა და იმ რეგულაციის წაკითხვა“ – სპორტული ჟურნალისტი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

November 22, 2023
„ამას სჭირდებოდა 10 წუთის დაკარგვა და იმ რეგულაციის წაკითხვა“ – სპორტული ჟურნალისტი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

“ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ესპანეთთან გაფრთხილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მეტრონომმა” ინტერვიუ სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძესთან ჩაწერა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაუდევრობას აქვს ადგილი და ასეთი შეცდომები პროფესიონალებს არ მოსდით.

“რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად დაუდევრობა. მესმის, ადამიანური ფაქტორებიც, ყველაფერი ხდება, მაგრამ როდესაც წინ გაქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ადამიანური ფაქტორი უნდა გამოირიცხოს და მობილიზებული უნდა ვიყოთ მხოლოდ ამ მატჩზე. არ მიყვარს დრამატიზება, მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე ნუ დავკიდებთ მთელს ნაკრებს. ვინც მოედანზე გავა იმ ფეხბურთელების იმედი გვქონდეს, აუცილებლად, ლუქსემბურქს მათი მეშვეობითაც დავამარცხებთ.

ეს კვარაცხელიასთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და თავად ხვიჩაც არ იქნება კარგ მდგომარეობაში, როდესაც ტრიბუნებიდან მოუწევს ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის ყურება.

ასეთი შეცდომები პროფესიონალებს არ მოსდით, რადგან „უეფა“ ყოველთვის წინასწარ გზავნის იმ რეგულაციების შესახებ ინფორმაციას, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველა ფედერაციამ. რეგულაციებში ნათლად წერია, სამი ყვითელი ბარათის შემთხვევაში, რომ ფეხბურთელი პლეი ოფსაც ტოვებს, მათ შორის ერთა ლიგის პრეი ოფს

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიღაც უნდა დავსაჯოთ, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს. პირველი შემთხვევა არ არის, კანკავას ამბავიც ცალსახად დასაგმობია, რომელსაც მაშინაც ბოდიშები მოჰყვა. მაგრამ ის თამაში რეალურად არაფერს უწყვეტდა საქართველოს ნაკრებს და გულშემატკივარმაც ამიტომ გადაიტანა ასე უმტკივნეულოდ. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ლუქსემბურგთან რომ წავაგოთ შემდეგ რა იქნება. მუდმივად ეს კითხვა დაისმევა ხვიჩა რომ ყოფილიყო… ფეხბურთში ყველაფერი ხდება, შეიძლება ტრავმის გამო ვერ ყოფილიყო მოთამაშე თუმცა ამის თავიდან აცილება შეგვეძლო. ამას სჭირდებოდა 10 წუთის დაკარგვა და იმ რეგულაციის წაკითხვა და შემდგომ პასუხისმგებელი ადამიანი ეტყოდა სანიოლს რომ საფრთხის წინაშეა ხვიჩა, ჩაკვეტაძე და გოჩოლეიშვილიც. და მწყვრთნელი გადაწყვეტდა უღირდა თუ არა გარისკვად” – აღნიშნა დავით ერაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდის უნდა აღვნიშნავდეთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? – თეიმურაზ პაპასქირი „მეტრონომთან“
  • 9 მაისი ევროპის დღეა – რას უკავშირდება ამ თარიღის შექმნა?
  • დღეს თბილისში წყალმომარაგება შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge