“მოზაიკის” ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მამაკაცი მოკლეს.
როგორც აღნიშნული მედია, ადგილობრივებზე დაყრდნობით, იუწყება, თანასოფლელები სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიდან ისროლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცმა თავდაცვის მიზნით გაისროლა.
„ვინც ესროლა, ის თვითონ მივიდა პოლიციაში”, – უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „მოზაიკას“.