Friday, June 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

„ლოქდაუნი” დავაგვიანეთ და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ” – ექიმ-ინფექციონისტის მიმართვა

January 28, 2021
„ლოქდაუნი” დავაგვიანეთ და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ” – ექიმ-ინფექციონისტის მიმართვა

ქვეყანამ ლოქდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ, – ამის შესახებ ექიმ-ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში წერს.

„ყველა კლინიკაში პაციენტების რაოდენობა და მიმართვიანობა შემცირებულია. გარდა რამდენიმე ჰოსპიტლის კოვიდ-19 ბლოკისა ფაქტობრივად, დანარჩენების საწოლფონდის მინიმუმ 50% თავისუფალია. რამდენიმე კლინიკა საერთოდ ჩაიხსნა, როგორც კოვიდინფიცირებულთა მიმღები და დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. სსდ ბრიგადებით კოვიდინფიცირებულთა მომართვიანობა შემცირებულია 70%-ით იმ კლინიკებში, სადაც მე ვმუშაობ და ალბათ სხვაგანაც.

ზუსტ ანალიზს ვერ გავაკეთებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ქუთაისში ნამდვილად ასეა და არამგონია რაიმე რადიკალური განსხვავებები იყოს სხვა ქალაქებთან შედარებით. აქვე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა გადაცდა 250 ათას და რეალური მინიმუმ 4-ჯერ მეტია, გამოდის, 3-მილიონიან ქვეყანაში ყოველი მესამე ინფექციაგადატანილია. ეს ადამიანი ფაქტობრივად არ გადაიტანს ვირუსს და წყვეტს დაავადების გადაცემის ჯაჭვს. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ყველასთვის ცნობილია, დაავადების გადამდებია დაინფიცირებული ან ავადმყოფი ადამიანი. მოკლედ რომ ვთქვა და კითხვით არ მოგაწყინოთ თავი, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდაა უკვე: გვყავს მოსახლეობის 30% ინფექცია გადატანილი და იმუნიზირებული, საწოლფონდი განთავისუფლებული, მედპერსონალი გამოცდილი და ინფექციასთან ნაბრძოლი ფილტვებით, მოდის გაზაფხული, ვაქცინაცია, ვისწავლეთ ნიღბის ტარება და ნიღაბი არ ღირს ლარ-ნახევარი და სხვა მრავალი, დანარჩენი თქვენ ჩამოთვალეთ…

როცა იყო საჭირო შეზღუდვები, ამას ვაფიქსირებდი და მხარს ვუჭერდი. დღეში 6 დან 700-მდე ახალი შემთხვევა, რეანიმაციული რესურსების სრული დეფიციტი და დაინფიცირებული პერსონალი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. კი ბატონო, მომხრე ვიყავი შეზღუდვების, რადგან კლინიკებში ადგილები არ იყო პიკის დროს რამდენიმე კვირა და იქმნებოდა კოლაფსი სამედიცინო სერვისების და ლოჯისტიკის. ეპიდემიის დროს კონტროლის დაკარგვა და ქაოსი კრახია, ასეთ ვითარებაში ლოკდაუნი გამართლებულია, მაგრამ უკვე სხვა მოცემულობაა, გვაქვს მკვეთრად უკეთესი მდგომარეობა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ლოქდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მაინც ასე მგონია. ყველაფერს აქვს მიზეზი, მოქმედება და მოქმედების დასასრული. ახლა როცა ეს მოცემულობა რადიკალურად შეცვლილია ჩვენს სასარგებლოდ და მიკროსამყაროს წარმომადგენლები მკვეთრად უკან იხევენ, ვფიქრობ ურიგო არ იქნება დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში გადაყვანა და მოიხსნას შეზღუდვები. უნდა მოხდეს კოვიდ-19 ტიპის სოციალური ყოფიდან, ახალ რესოციალურ სივრცეში გადასვლა. ისეთ მომავალში ჩვენი ქვეყნის, რომ როცა ვირუსი ფილტვებს უკეტავს ადამიანებს და სასიკვდილოა, მისგან თავდასაცავი 10 თეთრიანი ნიღაბი არ ეღირება ლარ-ნახევარი, ვფიქრობ დროა მოიხსნას შეზღუდვები და მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუთვალისწიმებელი რისკებისაგნ თავდასაცავად შენარჩუნდეს წესები, რომელიც გულისხმობს სოციალური დისტანცირების დაცვას და საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის მოხმარებას.”, – წერს ექიმი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭო განცხადებას ავრცელებს
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
  • “რა ეშველება შენს შვილს უშენოდ… როგორ გვატკინე გული”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge