ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ სოციალური ქსელში ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლს“ შორის კონტრაქტის განახლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
სკირას ცნობით, ახალი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
არსებული ინფორმაციით, განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, ხვიჩა წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, ხვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.