ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. ის საქართველის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებასა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ადრინდელ კომენტარს შორის ავლებს პარალელს.
„ჩემი აზრით ეს ორნი რომ გაერთიანდნენ მშვენიერი პარტია გამოუვიდოდათ
მიხეილ სააკაშვილი
“შობადობასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ქართველმა ქალებმა მუცლით უნდა ატარონ თავიანთი შვილები და არა ამერიკელი, ავსტრიელი, ბანგლადეშელი თუ არაბი. დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს. ქართველი ქალები არიან შიდა უბედურებაში, თავისი შვილები უნდა ატარონ. ხელოვნურად თუ უნდა მოხდეს ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არაბის.“
ირაკლი ღარიბაშვილი
„ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება ამასთან დაკავშირებით და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს. არსებობს ინფორმაციები, შესაძლოა ერთნაირსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და შესაძლოა, უამრავი პრობლემა იყოს. ამდენად, ამას სჭირდება რეგულირება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში გაიგზავნა და იმედი მაქვს, ამ ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს. აუცილებელია ეს დარეგულირდეს, დაშვებული იქნება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცი, ბევრია მსურველი, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ სუროგაციის მეთოდს მიმართავენ. რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა“, – აღნიშნულია პოსტში.