23 წლის გოგომ მშობლების მკვლელობისთვის ე.წ. კანონიერ ქურდზე შური იძია. ამბავი ასე დაიწყო:
სტილისტი პეწია
იმ დილით, როცა ენრიკო ქვარიანს გაეღვიძა და მის წინ ხანჯალშემართული უცნობი დაინახა, რომელიც ცივ იარაღს ურტყამდა. ენრიკო მარჯვნივ გაცურდა და მოქნეული ხანჯალი აიცილა. უცნობს კი გვერდიდან ეტაკა და საწოლზე დასცა.
მომხვდურს თავისივე ხანჯალი გულში გაერჭო და მისი პირიდან სისხლმა იფეთქა. ენრიკომ უცნობს ლოყებზე მოუჭირა ხელი და დაუღრიალა:
– ვინ გამოგგზავნა ჩემს მოსაკლავად, შე ნა…ზარო, თქვი, თორემ ხანჯალს დაგიტრიალებ…
უცნობმა უკანასკნელი სუნთქვა ამოუშვა.
ხმაურზე ვანდას გამოეღვიძა, რომელიც იქვე იწვა და როდესაც ეს საშინელი სურათი იხილა, ისტერიკაში ჩავარდა და საძინებლიდან გავარდა…
48 წლის ენრიკო ქვარიანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი იყო, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და კოლეგებიც კი ერიდებოდნენ.
ენრიკო 23 წლის მეუღლესთან, ვანდასთან ერთად ცხოვრობდა. ქვარიანზე თავდასხმა ენრიკოს წყნეთის აგარაკზე მოხდა, სადაც უცნობი ღობეზე გადაძვრა და მის საძინებელში შეიპარა, თუმცა თავადვე დაიღუპა.
ქვარიანს წყნეთში სულ ორი მცველი ჰყავდა, რომლებსაც ეძინათ და ხმაურზე გამოეღვიძათ. უცნობი მათ თბილისში ჩაიყვანეს და მტკვარში გადააგდეს, თან დაადგინეს, რომ ის 24 წლის სტილისტი პეტრე ზაზროევი იყო, რომელსაც სტილისტ პეწიას უწოდებდნენ.
ქვარიანმა ვერ გაარკვია, რატომ აპირებდა პეწია მის მოკვლას. ბოლოს იფიქრა, ალბათ, ვინმე მისი ახლობელი ადრე ძალიან გავამწარე და სამაგიეროს მიხდიდაო.
თუმცა ზაზროევი ობოლი იყო, უპატრონო ბავშვთა სახლში გაიზარდა და შორეული ნათესავიც კი არ ჰყავდა. ენრიკო ქვარიანმა ამ შემთხვევის გამო მცველები გაყარა. შემდგომ კი სამი პროფესიონალი დაიქირავა და მათ გარეშე ნაბიჯსაც არსად დგამდა…