მიხეილ ცაგარელმა ზოდიაქოს ნიშნების კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ ისაუბრა.
„ვერძი – კვირის პირველი ნახევრისგან განსხვავებით, ბევრად რთული იქნება მეორე ნახევარი, როცა საკუთარი სიმართლისა და პოზიციების დაცვა მოგიწევთ. არაა გამორიცხული გარკვეული პერიოდი იზოლაციაში მოგიწიოთ ყოფნა ან თვითონ მოინდომოთ განმარტოება, რათა უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავსა და თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებში. მეტი ყურადღება გმართებთ ავტომობილის მართვისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.
კურო – ეცადეთ კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ბევრად დაძაბული იქნება კვირის ბოლო. მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა, არაა გამორიცხული მოგიწიოთ ძველი ხელშეკრულებების გადახედვა, გაუქმება და თავიდან გაფორმება. გამოიჩინეთ სიფრთხილე ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც მძიმე ფინანსურ ზარალს მოგიტანთ. არ თქვათ უარი გავლენიანი და ავტორიტეტული ადამიანების მხარდაჭერაზე, რადგან სწორედ მათი დახმარებით შეძლებთ საკუთარი იდეების განხორციელებას. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, არ გათქვათ საიდუმლო და არ ისაუბროთ საკუთარ გეგმებზე, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას.
ტყუპები – ბევრად უკეთესი იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა მოზღვავებული ენერგიის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა, თუმცა ბევრად დამძიმდება კვირის ბოლო, როცა ზედმეტად ბევრს მოგთხოვენ პარტნიორები, თქვენ კი, იძულებული გახდებით დაემორჩილოთ მათ მოთხოვნებს. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ აჰყვეთ ემოციებს და არ იკამათოთ ხელმძღვანელებთან, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობას. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საკუთარ გეგმებზე საუბარს, რადგან კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას.
კირჩხიბი – მართალია, კვირის პირველ ნახევარში პარტნიორების დახმარებით შეძლებთ რთული საკითხების მოგვარებას და სტრატეგიული გეგმების დასახვას, მაგრამ ბევრად დაძაბული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ძველი საქმეების დასრულებაც გაგიჭირდებათ და ახალი პროექტების დაწყებაც. არაა გამორიცხული აღმოჩნდეთ უხერხულ მდგომარეობაში, ან სხვათა გავლენის გამო მოგიწიოთ საკუთარ სურვილებზე უარის თქმა. უსიამოვნებების მიუხედავად მაინც არ ღირს კამათი და აგრესიის გამოვლენა, უმჯობესია გამოიჩინოთ თავშეკავება, დიპლომატია და დელიკატურად გადაწყვიტოთ ყველა საკითხი.
ლომი – სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული თვითრწმენის ფონზე ადამიანებთანაც სწრაფად გამონახავთ საერთო ენას და ძველ საქმეებსაც მარტივად დაასრულებთ, თუმცა სირთულეები გელით კვირის მეორე ნახევარში, როცა საყოფაცხოვრებო პრობლემებთან ერთად, ოჯახის წევრების ნაცვლადაც თქვენ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება. არაა გამორიცხული, სწორედ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებამ გაიძულოთ ზედმეტი ხარჯის გაწევა, რაც სერიოზულ ტვირთად დააწვება თქვენს ბიუჯეტს. გაღიზიანების მიუხედავად, მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, უმჯობესია გამოიჩინოთ თავშეკავება და ტაქტი ოჯახის წევრებსა და კოლეგებთან ურთიერთობაში.
ქალწული – ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში დაასრულოთ, როცა გაძლიერებული ნებისყოფის ფონზე შრომისუნარიანობაც მოიმატებს. თუმცა, ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ერთის მხრივ, ახლობლებთან მოგიწევთ საქმის გარჩევა, მეორეს მხრივ, პარტნიორები მოგთხოვენ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებას. მართალია, ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და კონფლიქტებში ჩაბმა.
სასწორი – გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა კვირის პირველ ნახევარში, როცა ძველი საქმეების დასრულების შანსიც გექნებათ და ფინანსური პრობლემების მოგვარების საშუალებაც მოგეცემათ. ბევრად რთული და დისჰარმონიული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ დამატებითი ვალდებულებების ფონზე დროის სწორად განაწილება და ყველა საქმის შესრულება. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, რადგან მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.
მორიელი – საუკეთესო პერიოდია 23 ნოემბრამდე, როცა იდეების განხორციელებასაც შეძლებთ და გავლენის სფეროების გაფართოებასაც. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ კვირის პირველი ნახევარი, რადგან ბევრად დაძაბული იქნება კვირის ბოლო. მართალია, გაგიჩნდებათ მეტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი, მაგრამ მაინც არ ღირს უპასუხისმგებლობის გამოჩენა და საკუთარ ვალდებულებებზე უარის თქმა. მოერიდეთ კამათს, ზედმეტ სიჯიუტეს და აგრესიის გამოვლენას, რადგან გარშემომყოფებიც იმავე აგრესიით გიპასუხებენ. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯისგან, არ ღირს ინვესტირება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
მშვილდოსანი – სხვებთან შედარებით თქვენთვის კვირა ყველაზე მსუბუქად ჩაივლის, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა. მოიმატებს თვითრწმენა და ოპტიმიზმი, რაც სიმშვიდესაც მოგიტანთ და ადამიანებთან ურთიერთობასაც გაგიმარტივებთ. გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა, თამამად მოკიდეთ ხელი რთულ საქმეებს და გადაწყვიტეთ ძველი პრობლემები, არაა გამორიცხული მეტად სარფიანი შეთავაზება მიიღოთ პარტნიორებისგან, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
თხის რქა – ეცადეთ კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ ყველა პრობლემა და საკამათო საკითხი, რადგან ბევრად რთული იქნება კვირის ბოლო, როცა არა მხოლოდ ადამიანებთან გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა, არამედ იძულებული გახდებით შეცვალოთ თქვენი სტერეოტიპული წარმოდგენები. ეცადეთ მშვიდად მიიღოთ კოლეგების და ხელმძღვანელების კრიტიკა, რადგან კამათი და თავის მართლება მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.
მერწყული – ბევრად სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ინტუიციისა და ენთუზიაზმის ფონზე მარტივად გადაჭრით ძველ პრობლემებს და მოაგვარებთ მიმდინარე საკითხებს. არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში შეიცალოს თქვენი სურვილები და ინტერესები, თუმცა არ ღირს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება და ახლის სურვილით ყველაფერ ძველზე უარის თქმა. ნაკლებად გაამართლებს კვირის მეორე ნახევარი, როცა დასახულ გეგმებთან ერთად საკუთარ სურვილებზეც მოგიწევთ უარის თქმა.
თევზები – ბევრად ეფექტური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა ახლებურად გამოავლეთ შემოქმედებით ნიჭსა და უნარს, შეძლებთ ძველი პროექტების დასრულებას და სამომავლო გეგმების დასახვას. ეცადეთ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ მეტი კომუნიკაბელურობა და მოიძიეთ პარტნიორები, რომლებიც მზად იქნებიან დაგეხმაროთ ფინანსურად. ნაკლებად შედეგიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მარტივი საქმის შესრულებაზეც ორმაგ დროსა და ენერგიას დახარჯავთ. არაა გამორიცხული სწორედ საკუთარი თავისუფლების ხარჯზე მოგიწიოთ სხვათა სურვილების შესრულება.“