TV25.GE-ს ინფორმაციით, ბათუმში ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის სხვენს გაუჩნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა და შედეგად, არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.