ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„გლოვობს ჩემი ბათუმი სტეფანოვკა გარდაიცვალა 28 წლის გიორგი ტოფჩიევი💔 სახეზე ჩამოაფარეთ რა ახალგაზრდა მოკვდა… როგორი იყავი ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე ყველას უნაწილებდი ღიმილებს, ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით.🙏დღეს მგლოვიარეა ბათუმი😥 ჩემი მთელი უბანი ჩემი სტეფანოვკა შავებით შეიმოსა….
დედის გარდაცვალებიდან 4 თვეში შენმა პატარა მაგრამ საოცრად დიდმა გულმა ვერ გაუძლო უდედოდ ყოფნას….
მამა და დედა იმიერში მოგივლიან მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…. ტკბილად იძინე… (მამა რამდენიმე წლის უკან გარდაეცვალა)
გაჩერდა შენი გული სამუდამოდ დედის და მამის სითბოს და სიყვარულის გარეშე….ვეღარ შეძლო და გაუძლო..💔💔💔
(2 დღის გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში გული გაუჩერდა….))))
ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი… მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინე…
“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ასე იცხოვრე 28 წელი…
ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი.
თავზარდაცემულია, სამეგობრო, ახლობლები ჩვენი უბანი… არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”
————————————————————————————–
რომ მცოდნოდა ასე მწარედ იტირებდით, რომ გამეგო სინანული შეგიპყრობდათ, სიკვდილისკენ სანახევროდ გადახრილი დახმარებას მოგანდობდით ჭირისუფალს, ნუ მიტირებთ ცრემლის ზღვაში დავიხრჩობი, მე თქვენამდე ვეღარ მოვალ … რა ვიცოდი სიცოცხლეზე დანატრებულს სიკვდილი თუ ასე მალე გამაქრობდა, უცაბედად დამეხუჭა თვალები და უფლისაგან გზა ზეცისკენ დამელოცა, მაპატიეთ თუ ბევრი რამ ვერ გითხარით, ბედისწერა დიდხანს ვეღარ დამელოდა.
ლანდად შენი სახე მუდამ თან დაგვყვება ,ალბათ მონატრება შენი გაგვაგიჟებს, დარდიანი გული უკვე ვეღარ ფეთქავს, უკვე ვეღარ ვუძლებთ, ამდენ ცრემლს და ფიქრებს. ნეტავ ახლა ჩვენთან იყო როგორც ძველად, ამოდენა ტკივილს გული ვეღარ იტევს… ალბათ ღმერთის ნება იყო შენი წასვლა, დამწუხრებულებს ცრემლი შემოგვიტევს, ეხლა ყველაფერი თითქოს გვიანია, ის ყველა წამი თვალწინ გვეხატება, შენი გულისტკენა ყველას გვინანია, ვხვდებით რომ გიო ძლიერ-ძლიერ გვენატრება…“, – აღნიშნულია პოსტში.