„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე:
– ამინდი უკვე შეიცვალა, რაც მოსალოდნელი იყო და ამის შესახებ გაფრთხილებაც გვქონდა გავრცელებული… დასავლეთ საქართველოში მოვიდა თოვლი, მაგრამ ხვალ 18 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 19 ნოემბერსაც შეიძლება ზოგან იყოს მცირე ნალექი და 20 ნოემბრიდან ამინდი ისევ უარესდება… 20 და 21 ნოემბერს მთელ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე