საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, დღის ან ღამის საათებში სახლიდან ან/და ნებისმიერი კომერციული დაწესებულებიდან გამოსულ ხმაურზე სანქციები მკაცრდება.
კანონპროექტის მიხედვით, ხმაურზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეს ან კომერციულ დაწესებულებას, გაფრთხილების ნაცვლად, პირველ შემთხვევაშივე დააჯარიმებენ – მოქალაქეს 150 ლარით, კომერციულ დაწესებულებას – 1500 ლარით (იზრდება 3-ჯერ);
ხელმეორედ მსგავსი დარღვევისთვის მოქალაქე 500 ლარით (ახლა 300 ლარია), ხოლო ორგანიზაცია 5000 ლარით (ახლა 1000 ლარია) დაჯარიმდება;
თუ ხმაურზე დაწესებულ შეზღუდვას მოქალაქე მესამედ დაარღვევს, 1000 ლარით დაჯარიმდება. ორგანიზაციის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 10 000 ლარი.