თბილისში, განსაკუთრებით მის ძველ ნაწილში, ძალიან ბევრი ავარიული სახლია. ერთ-ერთი მათგანი სოლოლაკში, გია აბესაძის #17-ში მდებარეობს.
ის დაახლოებით 150 წლის ნაგებობაა, რომელიც რამდენიმე ოჯახს ეკუთვნის.
„სურათი მართლაც უმძიმესია: სახლის მასიური ჭიშკარი, რომელიც ოდესღაც ტონიანი ქვებისაგან გაუკეთებიათ, საყრდენიდან ნახევარი მეტრით არის გადახრილი, შენობაში ზოგან ჭერია ჩამონგრეული, ზოგან შიდა კიბე სახლის კედელს დაშორებული, ზოგან ფანჯრებია ჩამოცვენილი, ზოგიერთ უკვე დაცლილ ბინაში კი მხოლოდ შიშის კვალია დარჩენილი. თუმცა ნაგებობის უმეტეს ნაწილში ხალხი მაინც ცხოვრობს, მათ წასასვლელი არსად აქვთ…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე