„ქუჩის ბიჭების“ წევრი, ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარი სულიერი მდგომარეობის და მონასტერში წასვლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ზურას ოჯახი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, როდესაც მის მეუღლეს, ხათუნა ჟორდანიას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„აქამდე სულ ვცდილობდი, მონასტერში 10-14 დღე გამეტარებინა. ამჯერად ყველაზე მეტი დრო გავატარე ზესტაფონთან მდებარე ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში – თითქმის 2 თვე გამომივიდა იქ ყოფნა. ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მივიღე იმ პერიოდში.
რთულია საერო ცხოვრებიდან სამონასტრო ცხოვრებაში გადასვლა. საერთოდ ძალიან ამტანი ვარ, მით უმეტეს, სადაც უფალია, იქ ასატანიც არაფერია. მონასტერში რომ სიმშვიდე და სიყვარულია, ნეტა, ისეთი გვქონდეს საერო ცხოვრებაში. ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს, გამონახოს დრო და თავის სულიერ სამყაროზე იფიქროს. ამ დროს ყველაზე კარგად ხდება საკუთარი თავის შეცნობა“.
ზურა ამავე ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, რომ ხათუნა ჟორდანიას მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ მიდის და როდესაც საზღვარგარეთ ფრენები გაიხსნება, დაავადებასთან ბრძოლას აქტიურად შეუდგებიან.