Sunday, June 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი” – უცნობი ამბები წმინდან გაბრიელ ქიქოძის შესახებ

November 15, 2023
“მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი” – უცნობი ამბები წმინდან გაბრიელ ქიქოძის შესახებ

15 ნოემბერი დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და პედაგოგის, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის დაბადების დღეა.

1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი — გაბრიელი. 1858 წლის 5 იანვარს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის 6 დეკემბერს გაბრიელი ხელდასხმულ იქნა გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად. ამასთანავე იგი ინიშნება ქართლ-კახეთის უწმინდესი სინოდის წევრად და შუამთის მონასტრის არქიმანდრიტად. 1860 წელს იგი იმერეთის ეპისკოპოსად დაინიშნა და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. 1869-1886 წლებში იმერეთის ეპარქიაში შედიოდა ასევე აფხაზეთის ეპარქია. ის წარმატებით ეწეოდა მისიონერულ საქმიანობას აფხაზეთში, საღვთისმეტყველო ლიტერატურა აფხაზურ ენაზე ათარგმნინა კესარია შარვაშიძეს. 1873-1886 წლებში ხელმძღვანელობდა სამეგრელო-სვანეთის ეპარქიებს. 1863 და 1873 წლებში მოიარა სვანეთი, ატარებდა წირვა-ლოცვებსა და ქადაგებებს.

მეუფე გაბრიელი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.

გაბრიელმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. 1858 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (რუს. «Основания опытной психологии»), რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ნიკოლოზ დობროლიუბოვმა სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ამ წიგნზე ჟურნალ „სოვრემენნიკ“-ში (1859). ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა ქართულ (1865, 1884-1885, 1913, 1989), რუსულ (1893) და ინგლისურ (1867) ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. 1872 წელს მან გაილაშქრა გიორგი მუხრანბატონ-მუხრანელის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერების მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ენების გაქრობის გარდაუვალობას.

გაბრიელმა აღადგინა მრავალი დანგრეული ტაძარი, ზრუნავდა ქრისტიანობის განმტკიცებაზე (გააქრისტიანა 18 000 აფხაზი). აღსანიშნავია მისი თავდადებული მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ…” – რას აცხადებს მედვედევი?
  • “გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს
  • რა ხდება ისრაელში – ბოლო ცნობები ადგილიდან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge