Monday, April 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სამუშაოები 2 წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდება“ – 2024 წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

November 15, 2023
„სამუშაოები 2 წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდება“ – 2024 წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

მისივე თქმით, სამუშაოები 2 წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდება.

„თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. რასაც გავაკეთებთ, ეს არის არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქციული ნაწილები იმიტომ, რომ არის ისეთი შენობები, რომელიც გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება. მოწესრიგდება ფასადზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. გვინდა, რომ პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები განხორციელდეს – არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, გამაგრებითი სამუშაოები. არის ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძელები, რომელსაც სპეციალური დამუშავება და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება.

ეს სამუშაოები 2 წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა არის, ამას ემატება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების წარმოება. მომავალი წლიდან ვაპირებთ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის საზღვაო ბლოკადა დღეს დაიწყება
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge