გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ერი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ენას, სახელმწიფო ენას, იმას სახელმწიფოც ძლიერი აქვს და საზოგადოებაც.
ამის მაგალითია ნიდერლანდები.
ჩვენ ჯიუტად არ ვწერთ ქართულად ავტობუსის ხაზს. მხოლოდ ინგლისურად გვიწერია. თავად სახელმწიფო არღვევს კანონს სახელმწიფო ენის შესახებ, თავად არ იცავს საკუთაი მოქალაქეების ენას და როგორ უნდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა?
იყოს ორენოვანიც. ამდენი ხანია ამას გავიძახი. არაო, საერთაშორისო კონვენციაა და რაღაც ყურით მოთრეული მიზეზებით არ აწერენ ქართულად.
არავინ და არც წრთი კონვენცია არ კრძალავს სახელმწიფო ენის გამოყენებას გზებზსა თუ საკუთარ მოქალაქეებთან საურთიერთობოდ.
ნიდერლანდები ევროპის ქვეყანაა, ევროკავშირის წევრია, ჩვენზე მეტი ტურისტიც ჩადის, მაგრამ წინ ჯერ საკუთარი ენა და თვითმყოფადობა აქვთ“, – წერს ის.