Friday, June 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც 2023 წლის ნოემბერში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ

November 14, 2023
ასტროლოგებმა დაასახელეს იმ ადამიანების დაბადების თარიღები, რომელთა ცხოვრებაც 2023 წლის შემოდგომაზე რადიკალურად შეიცვლება

ვერძი

ასტროლოგების თქმით, უკვე დადგა დრო, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა სულიერ ჭრილობებს მიაქციონ ყურადღება. შესაძლოა, სამსახურის, სწავლისა თუ ყოველდღიურობის ფონზე, თქვენი ემოციური მდგომარეობა გვერდზე გადადეთ და არსებული რესურსის გამოყენებას ცდილობდით. თუმცა, ნოემბერში მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე ზრუნვა აღარ გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციური არასტაბილურობა განსაკუთრებით შეგაწუხებთ, ძალასა და მოტივაციას დაგაკარგვინებთ და ნეგატიურ განწყობას შეგიქმნით. შეეცადეთ, ამ თვის განმავლობაში შინაგანი, თუ გარე კონფლიქტები მოაგვაროთ. დაელაპარაკეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გული გატკინათ, იმედი გაგიცრუათ. შესაძლოა, ამ საუბარში თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინოთ და შედეგის მიღება ასეთი მტკივნეული აღარ იყოს. გამოიჩინეთ გამბედაობა და კომუნიკაციისთვის პირველი ნაბიჯები გადადგით. სხვა შემთხვევაში, თქვენი ემოციური ფონის დასტაბილურება ძალიან გაგიჭირდებათ და მთელი თვის განმავლობაში უარყოფითი განცდები გაგყვებათ.

მორიელი

მორიელებს ნოემბერში გაუჩნდებათ განცდა, რომ ახლა ყველა საქმემ, აქტივობამ ერთად მოიყარა თავი და თავისუფალი დროის განსაზღვრება აღარ არსებობს. ეს კი შესაძლოა, მომატებული შფოთვისა და ემოციურობის წინაპირობა გახდეს. შესაძლოა, ამ თვეში ბევრ ღონისძიებაზე წასვლა, უფრო დატვირთული სამუშაო გრაფიკი, გადამეტებული ყურადღება შეგხვდეთ. ამან კი კომფორტული მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ და გარკვეული არჩევანის წინაშე დაგაყენოთ. ცვლილებები და სიახლეები, კარგია, თუმცა, მოგიწევთ, პრიორიტეტები გადაანაწილოთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ და ყოველდღიურ რუტინასა და ვალდებულებებში თქვენი სურვილები არ ჩაგეკარგოთ. დაისვენეთ, განიტვირთეთ, დაალაგეთ პრიორიტეტები. სხვა შემთხვევაში, ემოციურ არასტაბილურობასთან გამკლავება გაგიჭირდებათ.

მერწყული

ასტროლოგების თქმით, შესაძლოა, 2023 წლის ნოემბერში დილემის წინაშე აღმოჩნდეთ, რომლის გადადებასაც ვეღარ მოახერხებთ. ახლა გარკვეული საკითხების მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულება გაქვთ. ხან ერთი გზა გგონიათ სწორი, ხან – მეორე. საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გსურთ და ცდილობთ, ყველა მიმართულებით ერთნაირად პროდუქტიული იყოთ. ცვლილებები არ გინდათ. არის რაღაცები, რაც სამუდამოდ უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და ახალი ეტაპი დაიწყოთ. ნოემბერი კი სწორედ ამ არჩევანის წინაშე დაგაყენებთ. ცვლილებები შესაძლოა, არაკომფორტული აღმოჩნდეს, მაგრამ გახსოვდეთ – თუკი საბოლოოდ არ იტყვით უარს იმაზე, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ენერგიას გართმევთ, წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მათემ თქვენთან დიდი მადლობა დამაბარა, ძალიან უყვარხართ” – ელენე დევიძემ ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა
  • 22 წლის ბიჭი, რომელიც ტრაგედიას ემსხვერპლა, ცნობილი ფეხბურთელის შვილია
  • “გონს მოვიდა”- როგორია ქალის მდგომარეობა, რომელსაც 9 წლის შვილი დაეღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge