„უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა. სიმტკიცის, პატრიოტიზმის და სიმამაცის სიმბოლო – ასე აფასებს ახალგაზრდა კაცს მისივე თანამბრძოლი, ლაშა შერგელაშვილი.
“საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის, ის ჩემი, ჩვენი, საქართველოს იმედი და მომავალი იყო. პროფესიონალი მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს, ეს პირველ რიგში, ახლის სწავლის უნარია. სწორედ ასეთი იყო ირაკლი. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და პროფესიონალი იყო, ის მუდმივად ცდილობდა ახლის სწავლას, განვითარებას, რასაც იყენებდა საბრძოლო მოქმედებების დროს. მე ამ ცოდნას და გამოცდილებას საქართველოს გამარჯვებისთვის გამოვიყენებო, – ხშირად იმეორებდა… 7 დაჭრილი გამოიყვანა ფრონტის ხაზიდან, ერთი მათგანი 2 კილომეტრი ზურგით ატარა და თან “შენ ხარ ვენახი“ ღიღინებდა. არც კი ვიცი, როგორ დაგემშვიდობო“, – წერს ლაშა შერგელაშვილი სოციალურ ქსელში.
თანამებრძოლების ცნობით, ირაკლი 11 ნოემბერს, დავალებაზე ყოფნის დროს დაიღუპა – მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა თავში. უფრო მეტს მის შესახებ ირაკლის სიძე ირაკლი ბერაძე გვიამბობს…“ კითხვა განაგძეთ ბმულზე