Friday, May 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი იძიებს შურს” – მეუფე იაკობი

November 13, 2023
“თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი იძიებს შურს” – მეუფე იაკობი

ბოდ­ბელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა, წმ. სტე­ფა­ნე ხირ­სე­ლის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში, საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას, 6 ნოემბერს, ლომისას ტაძართან საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ ისაუბრა.

„[თა­მაზ გინ­ტურ­მა] მტარ­ვა­ლებს აჩ­ვე­ნა, რომ ვერ დაგ­ვა­მარ­ცხე­ბენ, ჩვე­ნი ერი არ და­მარ­ცხდე­ბა, ჩვენ შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ერი არ ვართ. ღმერ­თი ყვე­ლა­ზე და ყვე­ლას­თვის იძი­ებს შურს. ფრთხი­ლად იყ­ვნენ, ვინც გვე­ხე­ბა, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იყონ, არ ვი­სურ­ვებ მათ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნას. ჩემი ერის არ­ცერთ წარ­მო­მად­გე­ნელს არ ვუ­სურ­ვებ…

ამან [კირ­ბალ­ში მომ­ხდარ­მა] დაგ­ვა­ნა­ხა, რომ მა­მუ­ლი არ უნდა მი­ა­ტო­ვო. ძა­ლი­ან მინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი ცხოვ­რე­ბა იყოს, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი რომ გა­სუ­ლია ქვეყ­ნი­დან, უკან დაგ­ვიბ­რუნ­დნენ. რო­გორც მან არ მი­ა­ტო­ვა… ხომ იცო­და, რომ შე­იძ­ლე­ბა მო­ეკ­ლათ. იქ ნე­ბის­მი­ერ გა­და­სულ­ზე, არა მარ­ტო გი­ჭე­რენ… სარ­წმუ­ნო­ე­ბა აქვთ მათ, კა­ცო­ბა აქვთ თუ რა აქვთ. ასე ლაჩ­რუ­ლად ია­რა­ღი გი­ჭი­რავს და უია­რა­ღო კაცს კლავ. ჩვე­ნე­ბის ია­რა­ღი არის უდი­დე­სი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და სამ­შობ­ლოს­თვის თავ­და­დე­ბა. ღმერ­თმა აცხო­ნოს მისი უკ­ვდა­ვი სული. ჩვენ სწო­რად შევ­ხე­დოთ, მის ღვაწლს შევ­ხე­დოთ და ქარ­თვე­ლებ­მა და­ვი­ნა­ხოთ, რომ ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს უნდა ვი­ყოთ, ერ­თმა­ნე­თი გა­ვი­ტა­ნოთ. მტე­რი ისე არ და­მარ­ცხდე­ბა, ჩვენ იმ მი­წებს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიბ­რუ­ნებთ. დრო­ე­ბი­თი გვაქვს წარ­თმე­უ­ლი. მე არ მე­გუ­ლე­ბა ისე­თი ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც და­თან­ხმდე­ბა რა­მის სა­ნაც­ვლოდ ის ად­გი­ლი დათ­მოს. მე მჯე­რა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ისე უნდა ვი­ცხოვ­როთ, რომ თვი­თონ მო­უნ­დე­ბათ კვლავ ჩვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა. ამი­ტომ ასეთ ამ­ბებ­ზე, უნდა ვის­წავ­ლოთ და ასე­თი შემ­თხვე­ვაა, როცა მან და­ა­მარ­ცხა მტარ­ვა­ლე­ბი. ღმერ­თთან სად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და სად ჯა­ლა­თე­ბის, იმა­ლე­ბი­ან. რა არის მათი სი­ცო­ცხლე, მალ­ვა­ში უნდა იყ­ვნენ და თა­ვი­ან­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ რამ­დენ ბო­რო­ტე­ბას ჩა­ა­დე­ნი­ნებს მაგ საქ­მის გამო, თქვენც იცით. ღმერ­თმა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს, რომ სწო­რად გვე­ცხოვ­როს ქარ­თვე­ლებს…

შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­დე ამ ქვეყ­ნად და ბევრ რა­მე­ში ერის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი იყო, მაგ­რამ დგე­ბა დრო, ჟამი, ღმერ­თი გა­მო­ა­ჩენს ხოლ­მე თა­ვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. ვფიქ­რობ, მონა ღვთი­სა თა­მა­ზი, რო­მე­ლიც ოკუ­პან­ტებ­მა მოგ­ვიკ­ლეს, სიკ­ვდი­ლით შე­უ­ერ­თდა ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლოს, მა­რა­დი­სო­ბას, ყვე­ლა­ზე დიდი რამ რაც შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. მტარ­ვა­ლი ყო­ველ­თვის რას აკე­თებს? – იყო შაჰ – აბა­სი – 6 000 ბერი მოგ­ვიკ­ლა, იყო ჯა­ლა­ლე­დი­ნი – 100 000 ქარ­თვე­ლი მოგ­ვიკ­ლა, არი­ან ახ­ლან­დე­ლი ჯა­ლა­თე­ბი, მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი. ამ ადა­მი­ან­მა რა გა­ა­კე­თა – არ მი­ა­ტო­ვა თა­ვის წი­ნა­პარ­თა საძ­ვა­ლე, საფ­ლავ­ზე მი­ვი­და, შემ­დეგ ავი­და სა­ლო­ცავ­ში. არც წი­ნაპ­რე­ბი მი­ა­ტო­ვა და რა თქმა უნდა, ღვთის სა­დი­დებ­ლად იყო მი­სუ­ლი, მათი და სხვე­ბის სული უნდა შე­ე­ვედ­რე­ბი­ნა უფ­ლის­თვის, ამ დროს კლა­ვენ. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ იცო­დეს, რა შე­ემ­თხვე­ო­და, იმა­ვეს გა­ი­მე­ო­რებ­და, წა­ვი­დო­და. ღმერ­თმა ის გა­მო­არ­ჩია და ბედ­ნი­ე­რია დედა, რო­მელ­მაც აღ­ზარ­და – ის ოჯა­ხი, ის გვა­რი, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნი გა­ზარ­და…“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდიდან მოიმატეს ტემპერატურა – მეტეოროლოგის პროგნოზი
  • საქართველოში ბრიტანეთის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • რატომ დააჯარიმეს რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge