„ნიდერლანდების პოლიცია ამ დრომდე ეძებს 28 წლის თორნიკე მანველიძეს, რომელიც 32 წლის შოთიკო საკანდელიას მკვლელობაშია ბრალდებული. შემთხვევა 19 სექტემბერს ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მას დამნაშავემ პირდაპირ საძილე არტერია დაუზიანა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მანველიძეს შენგელიასთან უთანხმოება ჯერ კიდევ საქართველოში ჰქონდა და მოკლულის ახლობლები თვლიან, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. რა გახდა ამ შემზარავი მკვლელობის მიზეზი, ამას, ალბათ, სამართალდამცველები დაადგენენ.
მკვლელობიდან მალევე ნიდერლანდების პროკურატურამ თორნიკე მანველიძის ფოტო გაავრცელა და მოუწოდა ყველას, მისი ნახვის შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებებს მიმართონ. თორნიკე ცნობილი მწერლის გოჩა მანველიძის შვილია…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე