უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე დაუღუპა.
მის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აქვეყნებს.
„ ⬛️სამწუხაროდ, უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი ბიჭი, ირაკლი ქურციკიძე დაეცა. ის საარტილერიო იერიშის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა, დაღუპვამდე კი 7 მებრძოლის გამოყვანა და, შესაბამისად, გადარჩენა შეძლო. როგორც მისი თანამებრძოლი და მეგობარი, ლაშა შერგელაშვილი იხსენებს, ერთი დაჭრილი თანამებრძოლი მან ზურგით, ორ კილომეტრზე ატარა – დაჭრილისა და საკუთარი თავის გასამხნევებლად, “შენ ხარ ვენახის” ღიღინით…
🇺🇦🇬🇪 პროფესიონალი სამხედრო, უბადლო მეომარი, უსაზღვრო პატრიოტი – ასეთად დარჩება ირაკლი მისი მეგობრებისა და ახლობლების გულებში.
სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მეგობრებს, ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, რომელმაც ასეთი დიდებული ბიჭი დაკარგა…
🫡 გმირები არ კვდებიან! დიდება გმირებს!“, – აღნიშნულია პოსტში.