ყაბაყი — მაგარკანიანი გოგრის ქვესახეობა. თაფლოვანაა. მისი სამშობლოა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა. ევროპაში შემოიტანა ქრისტეფორე კოლუმბმა XV საუკუნეში, საჭმელში იყენებენ მხოლოდ XVIII საუკუნიდან. მანამდე კულტივირებული იყო როგორც დეკორატიული მცენარე. ყაბაყი ბაღჩეული კულტურაა. აქვს ყვითელი ფერის დიდი ყვავილი.
ყაბაყის ნაყოფი შეიცავს 4,9 %-მდე ნახშირწყალს, 0,6 %-მდე ცილებს, 40 მგ % С ვიტამინს, აგრეთვე სხვა ვიტამინებს, კაროტინს, სხვადასხვა ფერმენტებს, Са, Fe, P, К მარილებს და წარმოადგენს დიეტურ პროდუქტს.[2] ყაბაყის დიეტა ბოლო ათწლეულების განმავლობაში პოპულარობით სარგებლობს.
ყაბაყს აქვს უნარი, შეიერთოს ტოქსიკური ნივთიერებები და შემდეგ ისინი ორგანიზმიდან გამოდევნოს. აქვს ანტიალერგიული ქმედება. ნაყოფის მომწიფებასთან ერთად იზრდება მასში შაქრებისა და კაროტინის შემცველობა. კაროტინის შემცველობით ყვითელკანიანი ყაბაყი სტაფილოსაც კი წინ უსწრებს. მინერალური მარილებიდან ყაბაყში ბევრია კალიუმი, ის ასევე სპილენძის მდიდარი წყაროა ორგანიზმისთვის.
ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რაც აუცილებელია უჯერდების ფუქიცნიონირებისათვის, ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვას, გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ცოტაა პროდუქტი, რომელიც ისეთი რაოდენობებით შეიცავს მიკროლემენტებს, როგორც ყაბაყი – ის მდიდარია ტიტანიუმით, მოლიბდენით, ლითიუმით, თუთიით.