პირდაპირობა ურთიერთობებში ერთის მხრვივ, პოზიტურ თვისებად ითვლება, მეორეს მხრივ კი, ზოგიერთ ადამიანს უჭირს იმის გაგება, სად გადის საზღვარი გულახდილობასა და თავხედობას შორის.
ამ სტატიაში გაეცნობით ზოდიაქოს იმ 3 ნიშანს, რომლებსაც კონკრეტულად ეხება ზემოთთქმული სიტყვები.
დავიწყებთ ბოლოდან:
3 – კირჩხიბი
ბოლო ადგილს ამ ჩამონათვალში იკავებს კირჩხიბი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ცნობილი არიან საკუთარი უშუალობით და კიდევ იმით, რომ სხვებზე დიდხანს რჩებიან ბავშვებად. მათი ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე, რთული გასაგები არ უნდა იყოს, რატომ ვიწყებთ ყველაზე თავხედი და უტაქტო ზოდიაქოს ნიშნების ამ ტოპ-ლისტს სწორედ კირჩხიბებით.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კირჩხიბები იმდენად თავხედები არ არიან, რამდენადაც უტაქტოები. თუმცა, მათი გამართლება გარკვეულწილად შესაძლებელია, რადგან მათი ქცევა, როგორც წესი, მომდინარეობს არა სიბოროტით, არამედ იმით, რომ ისინი გამოუსწორებელი ბავშვები არიან, რომლებიც ბევრს არასოდეს ფიქრობენ მანამ, სანამ რამეს იტყვიან. იმის გაგება, რომ სიმართლის თქმა შესაძლოა რბილად, ფრთხილად ან ზოგჯერ სჯობს მისი საერთოდ გაჩუმება, კირჩხიბებთან მოდის ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის შემდეგ.
2 – მშვილდოსანი
ჩამონათვალში საპატიო მეორე ადგილს იკავებს მშვილდოსანი. ისინი ცნობილი არიან ღიაობით, თუმცა, ხშირად არ ესმით, რომ ზედმეტი გულღიაობა, ზოგჯერ უარყოფით რეაქციებს იწვევს და სიტუაციას უფრო ამძიმებს. განსაკუთრებით მძაფრია ეს მომენტები, იქედან გამომდინარე, რომ მშვილდოსნებს სჩვევიათ ჯერ თქმა და შემდეგ ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება მოყვეს ნათქვამს.
უნდა აღინიშნოს, რომ მშვილდოსნები ბოროტოულად არასოდეს მოქმედებენ, უბრალოდ, მათი ბუნებიდან გამომდინარე ხდება ასე. ობიექტური შეფასებისა და რჩევის მოსმენა თუ გსურთ რაიმე საკითხზე, თავისუფალდ შეგიძლიათ მიმართოთ მშვილდოსნებს.
1 – ვერძი
რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალის პირველი ადგილი უნდა დაეკავებინა ვერძს! ეს ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელსაც სამართლიანობა სისხლში აქვს გამჯდარი. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, ტყუილის თქმა უბრალოდ არ შეუძლიათ. ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ყოველ ჯერზე, უხერხულ სიტუაციაშიც კი, ისინი პირდაპირ და მოურიდებლად ამბობენ სათქმელს.
ასეთი თვისებების გამო, ვერძები მუდმივად იმართლებენ თავს და აცხადებენ, რომ მათთვის სამყარო გაყოფილია შავ და თეთრ ფერებად – ტყუილად და სიმართლედ. აქედან გამომდინარე, ამ ნიშნისგან “ტკბილი ტყუილის” მოსმენის იმედი არ უნდა იქონიოთ არცერთ შემთხვევაში.
წყარო:ჰოროსკოპი