როპიკული ხილი სახამებლის განსაკუთრებულ (რეზისტენტულ) სახეობას შეიცავს, რაც შაქრის დიაბეტის მეორე ტიპის შემთხვევაში, ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი რაოდენობით ეს ნივთიერება მწვანე ბანანებში გვხვდება. შედარებისთვის: თუ საშუალო ზომის მწვანე ბანანი სახამებლის 12,5 გრამს შეიცავს, მწიფე ბანანში ეს რიცხვი 5 გრამს არ აღემატება.
დაივიწყეთ მითი, რომ ბანანი ძალიან კალორიულია. ყოველთვის ჯობს, რომ ბანანით წაიხემსოთ, ვიდრე დაბალკალორიული კეფირით ან რომელიმე ფაფით.
ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, რაც კუჭ-ნაწლავის მუშაობას უწყობს ხელს. პექტინი, რომელსაც ის შეიცავს შეიწოვს სითხეს.
სისხლძარღვების გამავლობის გაუარესების მიზეზი ქოლესტერინია, რომელიც ათეროსკლეროზსაც იწვევს. ბანანი შეიცავს ფიტოსტეროლს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს.
კალიუმის შემცველი საკვები მათთვისაც არის სასარგებლო, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმართ მიდრეკილება აქვს. ყოველდღიურად ამ მინერალის 1,3 გრამის მოხმარება გულის პათოლოგიების განვითარების რისკს 26 პროცენტით ამცირებს. ნორმის შესასრულებლად დღეში 2-3 ბანანის მიღებაა საჭირო.
ბანანი შეიცავს კალიუმს, რომელიც სხვა საკვებში ნაკლებად გვხვდება და შესაბამისად, ამ ნივთიერების ნაკლებობა გვაქვს. კალიუმი დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე და გვეხმარება, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბანანი შევჭამოთ აქტიური ვარჯიშის შემდეგ, რათა კუნთის ტკივილი შევამციროთ, ეს კი კალიუმისა და მაგნიუმის დამსახურებაა.
ყველასთვის ცნობილია თაფლის სამკურნალო თვისებები. რა მოხდება, თუკი თაფლს ეგზოტიკურ ბანანს შევურევთ? ბანანი თაფლით თითქმის საუკეთესო საშუალებაა ხველის წინააღმდეგ.
ბანანის რბილობი შეიცავს B, PP, A და C ვიტამინებს. ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, საქაროზას, კაროტინს, ფერმენტებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას და სხვა სასარგებლო მიკროელემენტებსა და მინერალებს.
ხილის ასეთი შემადგენლობა ამაღლებს იმუნიტეტს, შედეგად, ბანანი არის სასარგებლო პროდუქტი ზემო სასუნთქი გზებისა და სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
ხველის საწინააღმდეგო ბანანიანი თაფლის სასმელი ორმაგ დარტყმას აყენებს ინფექციას, ასტიმულირებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებისა და გამოჯანმრთელების პროცესს. მისი მომზადება მარტივია, თქვენ მხოლოდ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: ორი ცალი მწიფე ბანანი, ორი სუფრის კოვზი თაფლი და ოთხასი მილილიტრი წყალი.
მომზადება:
1. ჩაასხით წყალი ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩააქრეთ ცეცხლი.
2. მწიფე ბანანი გარეცხეთ, მოაცალეთ ქერქი და რბილობი ათქვიფეთ ბლენდერში ან ჩაჭყლიტეთ ჩანგლით.
3. დაამატეთ ბანანის რბილობი მდუღარეს, ნელ-ნელა ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4. როცა ნარევი გაცივდება, დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. წამალი მზადაა.
თაფლისა და ბანანისგან დამზადებული პრეპარატი მიიღეთ დღეში სამჯერ ან ოთხჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამის შემდეგ. ერთ წლამდე ბავშვებისთვის თაფლის მიღება რეკომენდებული არ არის. უფროსებმა კი უნდა გამოიყენონ ამ საშუალების ერთი ან ორი სუფრის კოვზი, სასურველია, მანამდე შეათბოთ. მკურნალობიდან ერთი დღის შემდეგ, ბრონქებში აღდგენითი პროცესი დაიწყება, თუმცა, გირჩევთ, ბანანისა და თაფლის ნარევი სულ მცირე ერთი კვირით მაინც მიიღოთ.
წყარო:თბილისელები