„აკნეს სამიზნე უმეტესად 14-17 წლის გოგონები და 16-19 წლის ბიჭები არიან, თუმცა, არა მხოლოდ – როგორც ექიმები ამბობენ, აკნემ შეიძლება განწყობა გაუფუჭოს იმ ადამიანებსაც, ვინც კანს არასწორად უვლის, ზოგჯერ კი, ნერვებმოშლილი თვითმკურნალობასაც მიმართავს… გასათვალისწინებელია, გენეტიკა და გინეკოლოგიური პრობლემებიც, თუმცა, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, აკნეს მორჩენა სრულიად შესაძლებელია.
კოსმეტოლოგიაში აკნე, შესაძლოა, სამ სტადიად დაიყოს – მსუბუქი ფორმა, ანუ შედარებით მცირე ზომის შავი და თეთრი ფერისმჭამელები სახეზე, მეორე – მათი უფრო მკაფიო გამოხატულება; ასევე, სახის გარდა, ზურგსა და მხრებზე გავრცელებული მკვეთრი გამონაყარი, ე.წ. პუსტულები;
არის შემთხვევები, როდესაც აკნეს „დასამალად“ მაკიაჟის ღრუბლებსა და ფუნჯებს იყენებენ, რაც უმეტესად უარეს შედეგს იწვევს, რადგან მათზე ბაქტერიები ვრცელდება, რაც კანს აზიანებს.
და მაინც, რა არის აკნე, რა ასაკში იჩენს თავს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას – ეს არის თემები, რომლის გარშემოც ესთეტიკური ცენტრი „ესთეტიკ პალასის“ ექიმი-კოსმეტოლოგი და ინექციონისტი, ნატა რევაზიშვილი საუბრობს…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე