Thursday, December 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადგილი, სადაც დავანებული სიწმინდეები სასწაულებს ახდენს – მამა გაბრიელის სახელზე აგებული პირველი ტაძარი საქართველოში

November 10, 2023
ადგილი, სადაც დავანებული სიწმინდეები სასწაულებს ახდენს – მამა გაბრიელის სახელზე აგებული პირველი ტაძარი საქართველოში

„ციხისჯვრის (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში) წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის ტაძარზე მეგობრისგან შევიტყვე. მამა გაბრიელის ნაქონი სარტყელი ინახება, რომელიც სასწაულებს ახდენსო.

ტაძარში, ნისლიანი ბაკურიანის გავლით მოვხვდი. ციოდა და ირგვლივ რძისფერი ნისლი იძენძებოდა.

ბაკურიანიდან რამდენიმე წუთში ციხისჯვარში ხართ.

უცებ ნისლი სადღაც გაქრა, უკვალოდ გაუჩინარდა და ლამაზ სოფელში აღმოვჩნდი.

პატარა ტაძარია, მწვანე სოფელში ჩაფლული. 2012 წელს მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით აიგო და ერთ წელიწადში იკურთხა.
ტაძარში სანამ ნანატრ სიწმინდეს მიეახლებით, დედა ნატალიას იხილავთ. დგას და რმენით მისულ გულებს ნუგეშის მომცემი სიტყვებით მასპინძლობს. ჰყვება სასწაულებზე, რომელსაც მამა გაბრიელის სარტყელი, მირონმდინარე ხატი და შესამოსელი ახდენს.

ლუსკუმაში დევს მამა გაბრიელის ანაფორა, ოლარი, რომლითაც ღვთისმსახურებს, მამა გაბრიელის საფლავზე, რამდენიმე ათასი პარაკლისი აქვთ გადახდილი.

იქვე დევს სარტყელი, რომელსაც წელზე გაიკეთებთ, წაიკითხავთ ლოცვას და მამა გაბრიელს შემწეობას სთხოვთ.

დედა ნატალია მიყვება, რომ როდესაც მისმა შვილმა, არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ერისკაცობაში იოსებ ჯამბაზიშვილი) ტაძარი მამა გაბრიელის სახელზე ააშენა, მალევე გაიხსნა მამა გაბრიელის საფლავიც. ის უკვე წმინდანად იყო შერაცხული. ამდენად ეს არის ამ წმინდანის სახელზე აგებული პირველი ტაძარი.
დედა ნატალია: – ხატში წმინდა ნაწილია ჩაყოლებული, შიგნით მისივე მირონმდინარე ხატია. აქ დევს მისი შესამოსელი, სარტყელი.
სარტყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყლის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.
ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის და როდის აღუდგება მართვის მოწმობა – შსს ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • “თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს” – შალვა პაპუაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge