Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ყოველ მეორეს ბოლო ან ბოლოსწინა აიფონი რანაირად უჭირავს ხელში… ამ ფენომენს რა ჰქვია?“ – თეა გვასალია

November 10, 2023
“ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ყოველ მეორეს ბოლო ან ბოლოსწინა აიფონი რანაირად უჭირავს ხელში… ამ ფენომენს რა ჰქვია?“ – თეა გვასალია

ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“რაც უფრო ძვირდება ბენზინი, ქალაქში მანქანების რაოდენობა რომ მატულობს, ერთი ეს ამოცანა ხომ ვერ ამოვხსენი და მეორე: ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ყოველ მეორეს ბოლო ან ბოლოსწინა აიფონი რანაირად უჭირავს ხელში.

ერთი პოსტი შემხვდა დღეს “ფეისბუქზე”, ანდროიდის დამტენი დამჭირდაო, ადამიანი წერდა, ოთხი სართული შემოვიარე სამსახურში და ერთი ანდროიდი არავის ჰქონდა წამლად, ყველას აიფონი ედო მაგიდაზეო.

ხმას არ ვიღებ იმ ხალხზე, ვინც მართლა ერკვევა ტელეფონის ყველა ფუნქციაში და მაქსიმალურად
იყენებს აიფონის შესაძლებლობებს, მაგრამ უმეტესობას ხომ მისი ტექნიკური მახასიათებლები კი არა, უკან მიხატული, მოკბეჩილი ვაშლი გაინტერესებთ, რაც, თქვენი ღრმა რწმენით, სხვის თვალში რენომეს გმატებთ.

რა ვიცი, მე ასე მგონია, ჩემი საქმე მაშინ იქნება ცუდად, ტელეფონის მეტი თუ არაფერი მექნება თავმოსაწონებელი. ღმერთმა დამიფაროს, ტელეფონით, ჩანთით ან მზის სათვალით შემაფასონ და არა ჩემი თარგმანებით, ესპანური ენის სახელმძღვანელოებით, კარგად გაზრდილი შვილებით და უმაგრესი მოსწავლეებით, რომელთა უმეტესობა ესპანეთის ან ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობს ან მუშაობს.

ბოლო ტელეფონი, შვიდას თუ რვაასლარიანი “სამსუნგი”, ოთხი წლის წინ ვიყიდე და სანამ არ გაფუჭდება, გამოცვლაზე არც ვიფიქრებ. ტელეფონი რისთვისაც მჭირდება: დარეკვა, სოციალური ქსელები, მობაილბანკით სარგებლობა, როცა კომპიუტერთან არ ვარ ესპანეთის ტელევიზიის ყურება და მანქანაში მათივე რადიოს მოსმენა, ჩემი “სამსუნგიც” საუკეთესოდ ახერხებს და აიფონი ვისი თვალის დასავსებად ვიყიდო? ჩემთვის ნამდვილად არაა პრობლემა “აიფონის” ყიდვა, უბრალოდ ვთვლი, რომ ტყუილად გადავყრი ფულს. მაგრამ ბანკის ვალს რომ იღებთ, “აიფონს” ყიდულობთ და ამასთან, ტელეფონზე დარეკვისა და სელფის გადაღება-სოცქსელებში ატვირთვის მეტი არაფერი იცით, ამ ფენომენს რა ჰქვია? ფსიქოლოგები როგორ ხსნიან? ამასაც ექნება რაიმე სახელი, უბრალოდ მე არ ვიცი”, – წერს თეა გვასალია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge