Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიუხედავად დიდი მომავლისა, კინოს არ გაჰყვა… ამერიკაში წავიდა” – “ოთარაანთ ქვრივიდან” ვაშინგტონის უნივერსიტეტამდე და ულამაზესი “კესოს” დღევანდელობა

November 10, 2023
“მიუხედავად დიდი მომავლისა, კინოს არ გაჰყვა… ამერიკაში წავიდა” – “ოთარაანთ ქვრივიდან” ვაშინგტონის უნივერსიტეტამდე და ულამაზესი “კესოს” დღევანდელობა

„ის­ტო­რი­კო­სი სერ­გი ცენ­ტე­რა­ძე მრა­ვა­ლი წე­ლია ქარ­თულ კი­ნო­ზე და ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებ­ზე კვლე­ვებს აწარ­მო­ებს. ამ­ჯე­რად იგი არაპრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ობ­ზე დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ან­ზე გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც ყვე­ლას კე­სოს რო­ლით და­ა­მახ­სოვ­რდა, ფილ­მი­დან “ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი”…

– სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და, თუ რო­გორ სურ­და მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელს სო­ფი­კოს გა­და­ღე­ბა ფილმში “ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი”, თა­ვა­დის ასუ­ლის კე­სოს როლ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დიდ­მა რე­ჟი­სორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა ( სა­ვა­რა­უ­დოდ, სო­ფი­კოს ფეხ­მძი­მო­ბის გამო) და კე­სოს როლ­ზე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი (ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი) აიყ­ვა­ნა… ასე შე­მო­ვი­და ქარ­თულ კი­ნო­ში კი­დევ ერთი ნამ­დვი­ლი, ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზე, რო­მე­ლიც დღემ­დე ხიბ­ლავს მა­ყუ­რე­ბელს.

დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ამ­ჯე­რად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მოღ­ვა­წე­ობ­და ვა­შინგტო­ნის ცენ­ტრა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში – ას­წავ­ლი­და რუ­სულ ენას და ლინგვის­ტი­კას, გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ბა­რაკ ობა­მას. 1990 წელს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით, ერთი წლით წა­ვი­და ამე­რი­კა­ში, სი­ეტ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად, მაგ­რამ ის ერთი წელი დღემ­დე გრძელ­დე­ბა და რო­გორც მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აღარ აპი­რებს. 5 მარტს 88 წლის გახ­და.

დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ასე­ვე გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­ში – “დღე პირ­ვე­ლი, დღე უკა­ნას­კნე­ლი”, “პი­ე­რი-მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი”, “ერთი მო­თხრო­ბის ფი­ნა­ლი”, “მე დავ­ბრუნ­დე­ბი”.

კი­ნომ­ცოდ­ნე ლელა ოჩი­ა­უ­რი:

– დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მარ­თლაც ულა­მა­ზე­სი იყო და რო­დე­საც ფილმში “ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი” გა­მოჩ­ნდა, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სი­ლა­მა­ზით მი­იქ­ცია მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა… ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც გა­აქ­ტი­ურ­და კი­ნო­ში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიწ­ვე­ვის ტენ­დენ­ცია. ისი­ნი, უპირ­ვე­ლე­სად, ფაქ­ტუ­რის, გა­რეგ­ნო­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩე­ოდ­ნენ. ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 60-იან წლებ­ში უკვე ტი­პა­ჟე­ბის მი­ხედ­ვით…

50-იანი წლებ­ში, ცხა­დია, უკვე არ­სე­ბობ­და ქარ­თუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლა. თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი და მათ დიდ ნა­წილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ცნობ­და.

სწო­რედ ეს იქცა ერთ-ერთ მი­ზე­ზად, რომ ეკ­რან­ზე ახა­ლი სა­ხე­ე­ბი, ხში­რად, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, მა­ყუ­რებ­ლის­თვის უც­ნო­ბი და ამი­თაც სა­ინ­ტე­რე­სო, რომ­ლე­ბიც არ ასო­ცირ­დე­ბოდ­ნენ, არ იგივ­დე­ბოდ­ნენ გარ­კვე­უ­ლი ტი­პის და ხა­სი­ა­თის რო­ლებ­თან. ეს ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ქმა­სა და წარ­მოდ­გე­ნებ­ში მსა­ხი­ობს შტამ­პავს და ჩარ­ჩო­ებ­ში აქ­ცევს.

ერთ-ერ­თია ულა­მა­ზე­სი დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი. ის მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად არ იყო ლა­მა­ზი. ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როც ულა­მა­ზე­სი ჰქონ­და. ბევ­რის­გან გა­მი­გია, მათ შო­რის, ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­დნენ, რომ დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ნი­ჭი­ე­რი იყო, სა­უ­კე­თე­სო პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, მა­ღა­ლი კლა­სის პე­და­გო­გი და ცხა­დია, რომ არა­ტი­პუ­რი გა­რეგ­ნო­ბა, ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის სა­ხე­ზე ანა­ბეჭ­დი, რე­ჟი­სო­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო.“

წყარო: AMBEBI.GE

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge