შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ისევ გლოვობს ჩემი ბათუმი “ფერია” გარდაიცვალა 18 წლის ლუკა საფარიძე
💔😭 და ისევ ავარიაა ბათუმში 1 დღეში 3 ახალგაზრდა 28 წლის ირაკლი ხალითბა 21 წლის ინეზა ცეცხლაძე და 18 წლის ლუკა საფარიძე ავარიით…. გადაინაცვლეს მარადიულობაში…
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ….
მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინე…
მიწამ როგორ უნდა მიგიღოს ლუკა😭💔💔რატომ რატომ რატომ???? ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო,
რით უნდა დაამშვიდოოო…. 😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔💔💔💔💔
ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული…
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის…
გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…. უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 18 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი დედის ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
18 წელი პატარა დროა ბედნიერებისთვის…. ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა…. 💔💔💔 მეხის გავარდნას ჰგავს შენი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 18 წელი… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი“, – აღნიშნულია პოსტში.