ჯანსაღი კვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ,
როდესაც ორსულად ხართ, ის, რასაც ჭამთ, თქვენს ჯანმრთელობაზე მეტად მოქმედებს. საკვების კარგ არჩევანს ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ნაყოფის ჯანსაღ განვითარებას, ზოგიერთმა სხვა საკვებმა და სასმელმა კი შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მას.
გარკვეული საკვები ნივთიერებები იმდენად აუცილებელია ორსულობის დროს, რომ ექიმები ურჩევენ ორსულებს ყოველდღიურად მიიღონ პრენატალური ვიტამინები, რათა უზრუნველყონ მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების მიღება. მაგრამ, მხოლოდ პრენატალური ვიტამინები არ არის საკმარისი. ასევე მნიშვნელოვანია ორსულობის დროს ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა, რათა შეინარჩუნოთ სხეულის ჯანმრთელობა და ხელი შეუწყოთ ნაყოფის სწორ განვითარებას.
ყოველდღიური მითითებები: რა უნდა მიიღონ ორსულებმა
კალციუმი
კალციუმი ეხმარება ორგანიზმს ძლიერი ძვლებისა და კბილების შენებაში. კალციუმი ასევე საშუალებას აძლევს სისხლს ნორმალურად შედედდეს, ხელს უყწობს ნერვების და. გულის გამართულ ფუნქციონირებას და ეს სარგებელი გადაეცემა ნაყოფსაც.
რძის პროდუქტები კალციუმის საუკეთესო წყაროა, მაგრამ ორსულებს, რომლებიც არ იღებენ რძეს ან არ ჭამენ რძის პროდუქტებს, მაინც შეუძლიათ საკმარისი კალციუმის მიღება. ეს მხოლოდ სწორი საკვების არჩევის საკითხია.
რეკომენდებულია მიირთვათ ან დალიოთ ოთხი პორცია რძის პროდუქტები ან კალციუმით მდიდარი სხვა საკვები. ამ პროდუქტებს შორისაა:
პასტერიზებული ყველი;
რძე (მათ შორის, ნუშის რძე);
მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული;
კალციუმით გამდიდრებული მარცვლეული;
თევზი;
ფორთოხალი;
ნუში;
Სეზამის თესლი
ფოლიუმის მჟავა
ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ნაყოფის ტვინის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის ჯანსაღ განვითარებას. ნაყოფის განვითარების დროს ნერვული მილის დეფექტების 70% შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ფოლიუმის მჟავის შესაბამისი მიღებით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ნერვული მილის დეფექტები დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან, როგორიცაა სპინა ბიფიდა და ანენცეფალია.
ფოლიუმის მჟავა არის პრენატალური ვიტამინების მთავარი შემადგენელი ნაწილი. ფოლიუმის მჟავის შესაბამისი დოზით გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელია, თუ გაქვთ ნერვული მილის დეფექტების გაზრდილი რისკი, ეს მოიცავს სპინა ბიფიდას ოჯახურ ისტორიას ან ორსულობის დროს კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებას.
ფოლიუმის მჟავა ბუნებრივად გვხვდება საკვებში, როგორიცაა:
ოსპი;
ლობიო;
ისპანახი;
კალე;
ბროკოლი
ციტრუსები;
თხილი
რკინა
რკინა არის სისხლის წითელი უჯრედების ჯანსაღი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი უზრუნველოფენ ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდებას, მათ შორის განვითარებად ნაყოფში. რკინა დაგეხმარებათ სტრესისა და დაავადებებისადმი წინააღმდეგობის გაზრდაში, ასევე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაღლილობა, სისუსტე, გაღიზიანება და დეპრესია
ორსულობის დროს რკინის კარგი წყაროა:
მთლიანი მარცვლეული;
უცხიმო საქონლის ხორცი;
ლობიო;
მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული
D ვიტამინი
D ვიტამინი კალციუმთან ერთად აუცილებელია ნაყოფის ჯანსაღი ზრდისთვის, განსაკუთრებით კბილების, ძვლების, ჯანსაღი კანისა და მხედველობის განვითარებისთვის.
D ვიტამინის კარგი წყაროა D ვიტამინით გამდიდრებული რძე და ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული. მზის სხივების ზემოქმედება ასევე გარდაქმნის თქვენს კანში არსებულ ქიმიურ ნივთიერებას D ვიტამინად. მაგრამ, როგორც ყოველთვის, დარწმუნდით, რომ იყენებთ მზისგან დამცავ საშუალებას.
დოკოზაჰექსაენის მჟავა -DHA
დოკოზაჰექსაენის მჟავა არის ძლიერი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ტვინის, თვალების და ნერვული სისტემის განვითარებას.
ექიმი გირჩევთ მიიღოთ პრენატალური ვიტამინი, რომელიც შეიცავს DHA-ს ან მიიღოთ, როგორც ცალკე დღიური DHA დანამატი.
საკვებიდან DHA-ს კარგი წყაროებია:
ცხიმიანი თევზი როგორიცაა ორაგული, ქაშაყი და სარდინი;
კვერცხი;
კაკალი;
ჩიას თესლი
პროტეინი
ცილა არის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომელიც საჭიროა ზრდისა და განვითარებისთვის. ის აძლევს თქვენს სხეულს ენერგიას და აუცილებელია ტვინის, კუნთების და სისხლის ფუნქციების უზრუნველსაყოფად.
ორსულობის დროს დამატებითი ცილის მიღება ხელს შეუწყობს ნაყოფის ჯანსაღ ზრდას და განვითარებას.
აირჩიეთ ცილებით მდიდარი საკვები, მათ შორის:
მოხარშული ზღვის პროდუქტები;
უცხიმო ხორცი;
კვერცხი;
ლობიო;
ბარდა;
თხილი;
მარცვლეული
თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ შეფუთული საკვების ეტიკეტები, რათა დაადგინოთ რამდენ გრამ ცილას შეიცავს თითოეული საკვები.
რომელ საკვებს უნდა მოერიდოთ ორსულობისას
არის რამდენიმე ტიპის საკვები და სასმელი, რაც შეიძლება განსაკუთრებით საზიანო იყოს თქვენთვის და ნაყოფისთვის ორსულობის დროს. ესენია:
ალკოჰოლი
ორსულობის დროს ალკოჰოლის არცერთი რაოდენობა არ არის უსაფრთხო. ნაყოფს არ შეუძლია ალკოჰოლის დაშლა ისე, როგორც ამას მოზრდილები აკეთებენ. ალკოჰოლი მათ სისტემებში უფრო დიდხანს რჩება და სახიფათოდ აფერხებს ნაყოფის თავის ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებას.ორსულობის დროს ალკოჰოლის გამოყენება დაკავშირებულია ნაადრევ მშობიარობასთან, დაბალ წონასთან და ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის სპექტრის დარღვევებთან.
საკვები, რომელთა მიღებაც ლისტერიის საფრთხესთან არის დაკავშირებული
ორსულობის დროს, ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება შეამციროს თქვენი იმუნური სისტემის სიძლიერე და გაზარდოს საკვებისმიერი დაავადების ანუ კვებითი ინტოქსიკაციის რისკი. ფაქტობრივად, ორსულობის დროს 20-ჯერ მეტია კვებითი დაავადებით ლისტერიით დაინფიცირების ალბათობა, რაც დადასტურებულია, რომ ზრდის ნაადრევ მშობიარობის, სპონტანურ აბორტს და ნაყოფის სიკვდილის რისკს. ორსულობის დროს ლისტერიის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია საკვები, რომელიც შეიცავს უმ კვერცხს, მოუმზადებელ ცილებს, გადაუმუშავებულ ხორცს და არაპასტერიზებულ რძის პროდუქტებს. ასე რომ, თავიდან აიცილეთ ეს საკვები ორსულობის დროს.
ამ ტიპის საკვები მოიცავს:
სუში;
ცუდად მოხარშული ხორცი;
არასაკმარისად მოხარშული და უმი კვერცხი;
მაიონეზი;
ლორი;
ცივი ჰოთ-დოგები;
რბილი ყველი, როგორიცაა ფეტა. მიირთვით მხოლოდ ის ყველი, რომელსაც აწერია პასტერიზებული რძით დამზადებული;
პაშტეტი
თევზი, რომელსაც მაღალი ვერცხლისწყლის შემცველობის რისკი აქვს
თევზი სავსეა ჯანსაღი ცხიმებითა და პროტეინებით, მაგრამ ზოგიერთი სახეობის თავიდან აცილება ან სიფრთხილით გამოყენება აუცილებელია ორსულობის დროს. ზოგიერთ თევზს აქვს მეთილის ვერცხლისწყლის ან პოლიქლორირებული ბიფენილის PCBs, მაღალი დონე, რომელიც გარემოს დამაბინძურებელია. ორსულობის დროს მეთილის ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობის თევზის მოხმარება დაკავშირებულია ტვინის დაზიანებასთან და ნაყოფის განვითარების შეფერხებასთან.
თევზის სახეობები, რომელსაც უნდა მოერიდოთ არის:
ნებისმიერი უმი თევზი, როგორიცაა სუში;
მოერიდეთ სკუმბრიას, მტკნარი წყლის ორაგულს, კალმახს, უოლეის. მოერიდეთ ისეთ ზღვის პროდუქტებს, როგორიცაა მოლუსკები
კოფეინი
ორსულობის დროს კოფეინის მიღების შეზღუდვა კარგია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად უნდა ამოიღოთ რაციონიდან.
კოფეინის დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების შევიწროება, რომლებიც ნაყოფს კვებავს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ნაკადის დაქვეითება და ნაყოფის ზრდის შეფერხება.
ჭარბი მარილი
დიეტაში მარილის ზომიერი რაოდენობა თქვენთვის სასარგებლოა. სინამდვილეში, მარილი მნიშვნელოვანია სისხლში ელექტროლიტების სათანადო დონის შესანარჩუნებლად. მაგრამ, მარილის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში წყლის შეკავება და არტერიული წნევის მატება. ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებით პრობლემური ორსულობის დროს და გამოიწვიოს ისეთი პირობები, როგორიცაა პრეეკლამფსია. მიირთვით მარილიანი საკვები ზომიერად.
წყატო:მკურნალი