მსხალი ძალიან ჯანსაღი ხილია. ის სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის
და აქვს სხვა ჯანმრთელობის სარგებელი.
მსხალი ანტიოქსიდანტების, ბოჭკოების, კალიუმის და C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. მაგრამ ის მხოლოდ ნუტრიენტებით არ არის სავსე. მას ასევე შეუძლია შეამციროს ზოგიერთი დაავადების რისკი.
მსხლის 5 სარგებელი:
ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყაროა
ერთ საშუალო მსხალს აქვს დაახლოებით:
102 კალორია;
27 გრ ნახშირწყალი;
0,2 გრ ცხიმი;
6 გრ ბოჭკო;
0,6 გრ ცილა;
1 მგ ნატრიუმი;
17 გრ შაქარი
საშუალო მსხალი ასევე უზრუნველყოფს:
8 მგ C ვიტამინს;
8 მკგ K ვიტამინს;
0,05 მგ B6 ვიტამინს;
206 მგ კალიუმს
გეხმარებათ სისხლში შაქრის დონის მართვაში
სისხლში შაქრის სტაბილური დონე ნიშნავს ენერგიის სტაბილურ მიწოდებას, რაც უფრო ჯანსაღია თქვენი ორგანიზმისთვის. სისხლში შაქრის მართვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ დიაბეტი.
ექსპერტების თქმით, მსხალი შეიძლება დაეხმაროს სისხლში შაქრის სტაბილიზაციას და შეამციროს ტიპი 2 დიაბეტის რისკიც კი. საშუალო მსხალი გთავაზობთ დღეში საჭირო ბოჭკოს თითქმის მეოთხედს. ბოჭკო ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილურად შენარჩუნებას თქვენი ორგანიზმის მიერ შაქრის შეწოვის შენელების გზით.
მსხალი ასევე შეიცავს ანტოციანინს, ანტიოქსიდანტს. კვლევა ვარაუდობს კავშირს ანთოციანინით მდიდარი საკვების მიღებასა და ტიპი 2 დიაბეტის დაბალ რისკს შორის.
ხსნის ყაბზობას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას
ბოჭკო ხელს უწყობს ნივთიერებების მოძრაობას ნაწლავებში. მსხალი შეიცავს პექტინს, რომელიც არის ხსნადი ბოჭკო. პექტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საკვების მოძრაობას საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ამცირებს ყაბზობის სიმპტომებს. პექტინი ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას მსხვილ ნაწლავში. იმისათვის, რომ მიიღოთ მსხლის სარგებელი და ბოჭკო, მიირთვით მსხალი კანიანად.
ამცირებს ანთებას
ანთება ხდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა ცდილობს დაგიცავთ რაიმესგან, ინფექციისგან, ტოქსინისგან ან სხვა დამაზიანებელი ფაქტორისგან. ზოგიერთი დროებითი ანთება რეალურად ჯანსაღი პასუხია ამაზე. მაგრამ გახანგრძლივებულ ანთებას შეუძლია ხელი შეუწყოს დაავადებებს, როგორიცაა ალცჰაიმერი, ასთმა, ტიპი 2 დიაბეტი.
ანტიოქსიდანტები არის საკვები ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ თავიდან აგვაცილონ ზოგიერთი უჯრედის დაზიანება, რაც იწვევს ანთებას. მსხალი მდიდარია ძლიერი ტიპის ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც ფლავონოიდები ეწოდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ფლავონოიდებს შეუძლიათ შეამცირონ ანთების რისკი, და, შესაბამისად, სხვა დაავადებების განვითარების რისკი. მათ შორის:
გულის დაავადება;
ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციები;
ალცჰაიმერის დაავადება; დემენცია;
პარკინსონის დაავადება;
ინსულტი;
ტიპი 2 დიაბეტი;
სიმსივნე
ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას
მსხალი გულისთვის ჯანსაღი დიეტის შესანიშნავი ნაწილია. მსხალში შემავალი საკვები ნივთიერებები, რომლებიც სასარგებლოა თქვენი გულისთვის, მოიცავს:
ანტოციანინებს – კვლევის თანახმად, ანტოციანინებს შეუძლიათ დაგიცვან კორონარული არტერიის დაავადებისგან.
ბოჭკოს – შესაძლოა როლი შეასრულოს ქოლესტერინის შემცირებაში და ხელი შეუწყოს გულის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, კვლევა ვარაუდობს, რომ მსხლის ჭამა ამცირებს ინსულტის რისკს. კლინიკურმა კვლევამ ასევე აჩვენა კავშირი მსხლის მიღებასა და გულის დაავადებებისგან სიკვდილის დაბალ რისკს შორის.
წყარო:მკურნალი