ამ კაბაზე ვგიჟდები. რატომ და 15 წლის წინ ვიყიდე – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
“რა მაგის პასუხია და ამ კაბაზე ვგიჟდები. რატომ და 15 წლის წინ ვიყიდე, მას მერე 12 კილო მოვიმატე და ისევ მეტევა. ეგ როგორ და აბრეშუმის სარტყელით იკვრება და სადაც გინდა იქ გაბანტავ. გენაცვალოს ყველა ჩემი ფოლაქიანი და ელვაშესაკრავიანი, ურჩი და თავისნათქვამა, მოუქნელი კაბა, მეუთხარი და ჩამოვიცვი მადლიერმა.
ფოტოები გუშინდელი ჩვენი ღონისძიებიდანაა, გელა პატიაშვილის საოცარი გამოფენა გავხსენით და ვუსმინეთ გელას უსაინტერესოეს მოხსენებას ხელოვნების შესახებ. არ ინანებთ თუ მოხვალთ და ნახავთ. კიდევ ერთი თვე იქნება. ეს კარგი ხალხი კი უტკბილესი ახალგაზრდა ყოფილი ფბ-ფრენდობაა, აწ უკვე ფიზიკურადაც სამეგობრო”