„ყინვა რომ დაიჭერს“ მესხეთში ლოკოკინების სეზონი დგება და „პირველ დაქუხებამდე“ მისგან სხვადასხვა კერძი, მათ შორის ხინკალი მზადდება.
გვიანი შემოდგომიდან – ადრე გაზაფხულამდე ლოკოკინები იძინებენ და მოსახლეობა მათ მიწაში ეძებს. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე ზოგჯერ უშედეგოდაც მთავრდება. ერთი კილო ლოკოკინის კერძის მოსამზადებლად 150 ცალი მოლუსკია საჭირო, ამდენის მოძებნა კი მარტივი არ არის.
ასპინძისა და ადიგენის სოფლებში ფერდობებზე შეფენილ ადამიანებს თუ დაინახავთ, რომლებიც მიწას ჩიჩქნიან, ლოკოკინებს ან საკუთარი სიამოვნებისთვის, ან საკუთარი ჯიბისთვის ეძებენ.
ლევან კახაძე სოფელ რუსთავში ცხოვრობს. შეგროვებული ლოკოკინები ცენტრალურ გზაზე გააქვს და მყიდველებს ელოდება. 150 ცალს 20 ლარად, ხოლო 300 ცალს 35 ლარად ყიდის.
,,ზოგჯერ ხუთ წუთში ვყიდი, ზოგჯერ მეტი დრო მჭირდება. ძირითადად ტურისტები ყიდულობენ. ხშირად კითხულობენ იმასაც, როგორ შეიძლება საჭმლის მომზადება ლოკოკინით და აინტერესებთ რისთვის არის სასარგებლო. ყიდულობენ თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ხშირად უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები“ – გვიყვება რუსთაველი ახალგაზრდა. ბავშვობიდან ლოკოკინა მისთვის შემოსავლის წყაროა…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე