ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და რჩევას ითხოვს. როგორც ნაკანი წერს ძლიერი ალერგია აქვს კატაზე:
„დილემის წინაშე ვარ, მეგობრებო, მირჩიეთ როგორ მოვიქცე.
კატები მყავს სახლში და აი, ასეთი რამ მემართება ხოლმე – ხან თვალები მისივდება, ხანაც სპაზმური ხველა მახრჩობს.
ვერ ვიძინებ, ვერ ვსუნთქავ.
ხანდახან ისეთ მკვეთრ ალერგიას მაძლევს, რომ ვიხრჩობი, ღია ფანჯარასთან დგომაც აღარ მშველის, მეშინია ქრონიკულში არ გადამივიდეს ..
არადა დიდი ხანია, მათ აღარ ვეკარები, მაგრამ რომც არ შევეხო, მაინც ვრეაგირებ მათ ბეწვზე.
ალბათ ჰაერში დაფრინავს რაღაც მტვერი, ფაქტია რომ არ ვკიდებ ხელს და მაინც მიწევს ძილისწინ ერიუსის დალევა. უკვე შევჯექი ამ წამლებზე.
ხანდახან ჰორმონის დალევა მიწევს, მაგალითად დექსამეტაზონის. სპაზმის დროს ვხმარობ ბეროდუალს.
ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიყავი მისული, შიგ თვალში დამჭირდა ნემსების გაკეთება და 2 კვირიანი თერაპია.
ანუ რამოდენიმეჯერ მომიწია თვალში შიგნით ნემსის დარჭობა, წარმოდგენილი გექნებათ რა უსიამოვნოა…
მაგრად გადამირჩა თვალი, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი” Javrishvili Eye Clinic “Oftalmij”
ვიფიქრე გავაჩუქებ თქო კატებს, წესიერ, მზრუნველ ადამიანებს გადავცემ,მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს ენანებათ, იმიტომ რომ ეცოდებათ ისინი..
თან ჩემი მოყვანილია ორივე და დამნაშავე ვარ ნამდვილად.
მაგრამ თან ვხვდები რო ორგანიზმს ძალიან ვაზიანებ, მუდმივი წამლების მიღებით. ასეთმა ხშირმა ანტიჰისტამინებმა მეშინია იმუნური სისტემა არ დამინგრიოს.
არადა მეუღლეს და ბავშვებს ისე უყვართ ეს კატები რო ვითმენ, ვგრძნობ ძალიან ვაწყენინებ რო მოვითხოვო კატების გაშვება…
თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?” – წერს მარი ნაკანი.