Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა შემთხვევაში გაიხსნება დიდ ქალაქებში სკოლები 1-ელ მარტზე უფრო ადრე

January 26, 2021
რა შემთხვევაში გაიხსნება დიდ ქალაქებში სკოლები 1-ელ მარტზე უფრო ადრე

საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, არსებობს კონკრეტული მაჩვენებელი, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სხვა დიდი ქალაქების შემდეგ, უკვე 1-ლი მარტიდან სასწავლო პროცესი განახლდეს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.

საკითხის შესახებ მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ისაუბრა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც სწავლა თებერვლის პირველი რიცხვიდან განახლდება.

„შეგახსენებთ, რომ 1-ელ თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სკოლები მუშაობას გააგრძელებენ უკვე საკლასო ოთახებში, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა. როგორც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით პირველ მარტს მოხდება სასწავლო პროცესის განახლება საკლასო ოთახებში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი – კერძოდ, 7 დღის განმავლობაში 4%-იანი მაჩვენებელი ინფიცირებისა. ანუ, თუ პირველ მარტამდეც ეს 7-დღიანი ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ კიდევ უფრო შემსუბუქებას რეგულაციისას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. ეს კრიტერიუმი მკაფიოდ არის განსაზღვრული და მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, ზედმიწევნით დაცული იქნება სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი და მასწავლებლები რეგულარულ ტესტირებას გაივლიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით“ – ვისზე საუბრობს დონალდ ტრამპი?
  • თბილისში, 4 800 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge