დაავადებისგან თავის დაღწევისთვის საჭიროა არა სიმპტომებთან ბრძოლა, არამედ მისი მიზეზის გარკვევა. რატომ გვიჭირს სოციალური ქსელებისგან თავის დაღწევა? რატომ ვუთმობთ ჩვენს ძვირფას დროს ასე მარტივად? როგორც წესი, ჩვენ ვამართლებთ იმით, რომ შეგვიძლია დავუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებსაც პირადად ვერ შევხვდებით, რომ იქ ადვილია მუსიკისა და ფილმების პოვნა. მაგრამ მართლა ასეა? – ყოველთვის არა.
საფეხურები:
ნაკლები დრო დაუთმეთ ინტერნეტს სპეციალური პროგრამების გამოყენებით. არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ბლოკავს საიტს გარკვეული დროის განმავლობაში.
იმისათვის, რომ დროის გაყვანა ნაკლებად “მტკივნეული” იყოს, დაკავდით ხელსაქმით. დაიწყეთ ქსოვა, ნივთების კეთება პოლიმერული თიხით, მძივებიანი სამკაულების დამზადება და ა.შ. ასეთი აქტივობები ტვინს აფოკუსირებს მოტორულ უნარებზე და ჩვენზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ისე, როგორც მედიტაცია. სჯობს კითხვა და სხვა ინტელექტუალური სამუშაო მოგვიანებით შეასრულოთ – თავიდან ყურადღების კონცენტრაცია ალბათ გაგიჭირდებათ.
როგორ იპოვოთ ჰობი, რომლითაც შეძლებთ ფულის გამომუშავებას – 6 იდეა
გააუქმეთ გასართობი ჯგუფების გამოწერა და შეუერთდით უცხო ენების შემსწავლელ ჯგუფებს. გამოიწერეთ საგანმანათლებლო გვერდები, უყურეთ ფილმებს, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესთანაა დაკავშირებული.
წყარო:როგორ ჯი