Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home შოუბიზნესი

“ამის თქმა უხერხულია, მაგრამ ხომ არ მოვიტყუები?!” – რაზე საუბრობს ნუკი კოშკელიშვილი

January 26, 2021
“ამის თქმა უხერხულია, მაგრამ ხომ არ მოვიტყუები?!” – რაზე საუბრობს ნუკი კოშკელიშვილი
“ადამიანები ფულის მიხედვით არ უნდა შევაფასოთ – ფულის ქონა კარგ ადამიანობას არ ნიშნავს” – ნუკი კოშკელიშვილს, რომელიც საზოგადოების ინტერესს ყოველთვის იწვევს, საქმიანი ქალის ამპლუაში ვესაუბრეთ. ახლახან ნუკიმ “კოსმეტიკის ხაზიც” დააარსა და საზოგადოებას წითელი ტუჩსაცხი წარუდგინა.

– შრომას ბავშვობიდანვე ვაფასებდი. ვიცოდი, ფული ხეზე არ იზრდებოდა. შესაბამისად, “მინდა და მიყიდე” – ასეთი დამოკიდებულება არასოდეს მქონია. ყოველთვის ვაფასებდი, რომ ამისთვის ჩემი მშობლები მუშაობდნენ და ფული მარტივად არ მოდიოდა. შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი (უნივერსიტეტში

სწავლის პერიოდი), როცა მშობლებმა მითხრეს: – სწავლობ, გასაგებია, მაგრამ უკვე იმ ასაკში ხარ, რომ შეგიძლია, თავისუფალი დრო მუშაობას დაუთმო, რათა გაიგო, რას ნიშნავს ფული, შრომაო… ჩემს შვილსაც აუცილებლად ასე ვასწავლი, რადგან ფულს არსებითი ფასეულობა არ უნდა ჰქონდეს: ადამიანები ფულის მიხედვით არ უნდა შევაფასოთ – ფულის

ქონა კარგ ადამიანობას არ ნიშნავს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ მშრომელს პატივი ვცეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ისე მოხდეს, ადამიანი ბევრს შრომობდეს, მაგრამ საკმარის ფულს ვერ შოულობდეს. საერთოდ, ჩვენი აზროვნების ამომავალი წერტილი ფული არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, საჭირო რაღაცაა, რათა ვჭამოთ, გადასახადები დავფაროთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჩვენი შეფასების კრიტერიუმი არ უნდა იყოს.

– სამსახურის მოძებნა დაგჭირვებია? სადმე “სივი” გაგიგზავნია?
– კი, როგორ არა! “მის საქართველოზე” გასვლამდე, როცა 17 წლის ვიყავი, უნივერსიტეტში სწავლისას მიმტანად მუშაობა გადავწყვიტე. ერთ-ერთ რესტორანში მივედი, “სივი” მივიტანე, რომელიც არაფერს წარმოადგენდა. უბრალოდ, უცხო ენები ვიცოდი. ვუთხარი, – თუ შეიძლება, სამსახურში ამიყვანეთ-მეთქი. ამიყვანეს. უბრალოდ, მერე ისე დაემთხვა, რომ “დილაში” (ტელევიზიაში) მუშაობა დავიწყე. ჩემი პირველი სამსახური ეს იყო.

– ანუ შენი პირველივე სამსახური ტელევიზიაში იყო?
– არა, სხვათა შორის: 16 წლის ვიყავი, როცა რადიოში ვმუშაობდი: მაშინ ბიძაჩემს რადიო ჰქონდა. მითხრა, – რუსულენოვანი წამყვანი გვჭირდებაო. რუსულად თავისუფლად ვსაუბრობდი… სხვა საკითხია, რომ რადიოში უხელფასოდ ვმუშაობდი. ხელფასიანი პირველი სამსახური ტელევიზიაში მქონდა.

– ტელევიზიამდე სადმე, თუნდაც დღიურად შესრულებული სამუშაოსთვის გასამრჯელო მიგიღია?
– არა, არასოდეს. ტელევიზიაში რომ მივედი, 18 წლის ვიყავი. მანამდე სწავლაზე ორიენტირებული გახლდით. თან, ჩემი მშობლები საკმაოდ კონსერვატიულები იყვნენ – პრომო გოგონად სამუშაოდ არ მიშვებდნენ. დარწმუნებული ვარ, ახლა ჩემს დას უპრობლემოდ გაუშვებენ, მაგრამ მაშინ სხვა დრო, გაგება იყო…

– მიმტანად მუშაობის შესახებ შენს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდნენ?
– არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, რადგან ეს შრომატევადი საქმეა. ჩემი აზრით, ნებისმიერი სამსახური რთულია – პრომო გოგონა იქნები, სახლის მშენებელი თუ პრეზიდენტი, მაგრამ იმ პერიოდში, ძირითადად, სიგარეტის პრომო გოგონები იყვნენ, სიგარეტი კი ჩემს ოჯახში უარყოფითად განიხილებოდა…

კითხვის გაგრძელება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge