Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით

November 7, 2023
დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით

დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი ვერ­ძი

მეტ-ნაკ­ლე­ბად პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ვერ­ძი­სა და ქალ­წუ­ლის ფსი­ქო­ლო­გია ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, ნიშ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კვად­რა­ტუ­რის გამო. პა­ტა­რა ვერ­ძი ხში­რად გა­აპ­რო­ტეს­ტებს დედა ქალ­წუ­ლის მიერ მის­თვის დად­გე­ნილ ქცე­ვის, კვე­ბის და ჩაც­მა-და­ხურ­ვის ნორ­მებს. ქალ­წულს კი სა­შინ­ლად არ მო­ე­წო­ნე­ბა ვერ­ძის მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი უყა­ი­რა­თო­ბა და ქა­ო­სის სიყ­ვა­რუ­ლი.

დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი კურო

შე­სა­ნიშ­ნა­ვი და ძალ­ზე ჰარ­მო­ნი­უ­ლი ერ­თო­ბაა. დედა-შვილს შო­რის ბევ­რი სა­ერ­თოა რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ისე მენ­ტა­ლუ­რი კუ­თხით. ორი­ვე აღ­მერ­თებს სიმ­ყუდ­რო­ვეს, წეს­რიგ­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ამი­ტომ დედა ქალ­წუ­ლის ხელ­ში შვი­ლი კურო ჭეშ­მა­რი­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­იზ­რდე­ბა.

დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი ტყუ­პი

მარ­თა­ლია ტყუ­პი და ქალ­წუ­ლე­ბი ერთი და იმა­ვე პლა­ნე­ტის – მერ­კუ­რის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ არი­ან და ძა­ლი­ან კარ­გად უგე­ბენ ერ­თმა­ნეთს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კუ­თხით, მაგ­რამ დედა-შვილს შო­რის შე­საძ­ლოა მა­ინც წარ­მო­იშ­ვას გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა. უმ­თავ­რე­სად ტყუ­პის მო­უს­ვე­ნა­რი და ქა­რი­ვით ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თის გამო.

დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი კირჩხი­ბი

საკ­მა­ოდ კარ­გი კავ­ში­რია. პა­ტა­რა კირჩხი­ბებს ჰა­ე­რი­ვით ესა­ჭი­რო­ე­ბათ სიმ­ყუდ­რო­ვე, სტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო და დედა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის არის გვერ­დით. ამ ყვე­ლა­ფერს კი დედა ქალ­წუ­ლი მის­თვის იდე­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს.

დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი ლომი

საკ­მა­ოდ კარ­გი კავ­ში­რია იმ კუ­თხით, რომ ბოკ­ვე­რის ხა­სი­ათ­ში და­ბა­დე­ბი­დან გა­მოვ­ლე­ნილ ეგო­იზ­მის ელე­მენ­ტებს და ზღვარ­გა­და­სულ სი­ა­მა­ყეს, დედა ქალ­წუ­ლი გო­ნივ­რულ ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. მას შე­უძ­ლია შვი­ლის ნი­ჭი­ე­რე­ბა (რაც უდა­ვოდ ახა­სი­ა­თებთ პა­ტა­რა ლო­მებს) სა­ჭი­რო კუ­თხით მი­მარ­თოს ისე, რომ მო­მა­ვალ­ში მის­გან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა გა­ი­ზარ­დოს.

დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი ქალ­წუ­ლი

საკ­მა­ოდ კარ­გი ტან­დე­მია, ოღონდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ეს ორი ჭკუ­ი­დან არ გა­და­იყ­ვანს ერ­თმა­ნეთს გა­მუდ­მე­ბუ­ლი კრი­ტი­კი­თა და საყ­ვე­დუ­რე­ბით. საქ­მე ისაა, რომ დედა ქალ­წუ­ლის მიერ მი­ცე­მულ ნე­ბის­მი­ერ შე­ნიშ­ვნა­ზე, პა­ტა­რა ქალ­წულს ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა ლო­გი­კუ­რი და და­სა­ბუ­თე­ბულ-არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი თუ რას, რა­ტომ და რა მიზ­ნით აკე­თებს. მოკ­ლედ, გა­აჩ­ნია რომ­ლის მერ­კუ­რი გა­ი­მარ­ჯვებს სა­ბო­ლო­ოდ.

დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი სას­წო­რი

საკ­მა­ოდ კარ­გი კავ­ში­რია. სას­წო­რი ბუ­ნე­ბით ჰარ­მო­ნი­ი­სა და სი­ლა­მა­ზის მოყ­ვა­რუ­ლი ნი­შა­ნია. მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა დედა ქალ­წუ­ლის მიერ მის­თვის შექ­მნი­ლი მყუდ­რო, კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­რე­მო. გარ­და ამი­სა, დედა მას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­შიც და­ეხ­მა­რე­ბა რო­გორც პა­ტა­რა­ო­ბი­სას ისე დიდ ასაკ­ში, როცა საქ­მე დი­ლა­ო­ბით სა­მო­სის შერ­ჩე­ვა­ზე ან თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე მიდ­გე­ბა.

დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი მო­რი­ე­ლი

საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რია, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ დედა ქალ­წუ­ლის ცივი გო­ნე­ბა ცო­ტა­თი მა­ინც შეძ­ლებს ჩას­წვდეს მისი ემო­ცი­უ­რი და მგრძნო­ბი­ა­რე შვი­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს. მო­რი­ე­ლე­ბი ერ­თგუ­ლე­ბას აფა­სე­ბან, რაც ქალ­წუ­ლის ნიშ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. ამი­ტომ პა­ტა­რა ღრი­ანკლის­თვის დედა შე­საძ­ლოა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე იქ­ცეს სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რად და მე­სა­ი­დუმ­ლედ.

დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი მშვილ­დო­სა­ნი

საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია, ძი­რი­თა­დად ტემ­პე­რა­მენ­ტი­სა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის რა­დი­კა­ლუ­რი სხვა­ო­ბის გამო. თუკი დედა ქალ­წულს ტი­პუ­რი მშვილ­დოს­ნის აღ­ზრდა ერგო წი­ლად, იგი არა­ერ­თგზის ჩა­ვარ­დე­ბა სა­გო­ნე­ბელ­ში მისი და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი­სა და ქა­ო­სუ­რო­ბის გამო. მშვილ­დო­სანს კი თა­ვის მხრივ დედა ქალ­წუ­ლის მენ­ტო­რუ­ლი ტონი და გა­მუდ­მე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს.

დედა ქაწ­ლუ­ლი შვი­ლი თხის რქა

შე­სა­ნიშ­ნა­ვი და ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ტან­დე­მია დედა-შვილს შო­რის. თხის რქაც ისე­ვე რო­გორც ქალ­წუ­ლი მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ამი­ტომ დე­და­სა და შვილს ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა სა­ერ­თო. ქალ­წუ­ლი შვი­ლი თხის რქის აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბა­ში მთელ თა­ვის რე­სურსს ჩა­დებს, შვი­ლი თხის რქა კი ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა სა­მო­მავ­ლო დე­დის ამა­გი და­ა­ფა­სოს.

დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი მერ­წყუ­ლი

მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­სე­ბა­დი კავ­ში­რია. თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე და ექ­სცენ­ტრი­კულ პა­ტა­რა მერ­წყულს ალ­ბათ გა­უ­ჭირ­დე­ბა დედა ქალ­წუ­ლის მხრი­დან ოჯახ­ში დად­გე­ნი­ლი ქცე­ვის წე­სე­ბის ატა­ნა. ქალ­წუ­ლი კი თა­ვის მხრივ მერ­წყუ­ლის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი უტო­პი­უ­რი იდე­ე­ბი­თა და არაპ­რო­გო­ზი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თით იქ­ნე­ბა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი თევ­ზი

საკ­მა­ოდ რთუ­ლი კავ­ში­რია ძი­რი­თა­დად ემო­ცი­უ­რი დის­ბა­ლან­სის გამო. თევ­ზე­ბი და ქალ­წუ­ლი ოპო­ზი­ცი­ურ ნიშ­ნებს წარ­მო­ად­გე­ნენ, ამი­ტომ მათ შო­რის ყვე­ლა­ზე რთუ­ლად არის საქ­მე, როცა სა­უ­ბა­რი ემო­ცი­ებს ეხე­ბა. თევ­ზე­ბის სენ­სი­ტი­უ­რი ბუ­ნე­ბა, დედა ქალ­წუ­ლის მხრი­დან შე­საძ­ლოა უბ­რა­ლოდ ბავ­შვურ ჭირ­ვე­უ­ლო­ბად მო­ი­ნათ­ლოს. ამას კი შე­იძ­ლე­ბა სა­მო­მავ­ლოდ შვილ­თან გა­უ­ცხო­ე­ბა მოჰ­ყვეს.

წყარო:ამბები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge