მომღერალი ინდირა ჯგერნაია გადაცემა “ფარული კონვერტის” სტუმარია. იგი იხსენებ, რომ “ნიჭიერში” მონაწილეობისას სიცხე ჰქონდა და მან მაინც შეძლო სიმღერა.
ია ფარულავა, რომელიც “ნიჭიერის” ჟიურის წევრი იყო ყვება: “მე მაშინ ჟიურის წევრი ვიყავი, ასევე ნიკა გვარამია იყო ჟიურიში, შენმა სიმღერამ გაგვაოცა, შოკში ჩაგვაგდო და ახლა რომ თქვი, სიცხე მქონდაო გავოცდი” – ამბობს ია.
“ზუსტად იმ დღეს ამბობდა ნიკა გვარამია, მიკროფონს რომ ხელში მისცემთ მაშინ მოუტანეთ და დაალევინეთ რომ იმღეროს, იქვე დაალევინეთ, რომ ყელი გაუხარდესო… ეს ხომ ნებისმიერმა იცის,” – ამბობს ჯგერნაია.
“მე ცოტა შიდა ინფორმაცია გამომაქვს. ის პრიზი (ფულადი ჯილდო) სპეციალურად შენთვის დაწესდა”, – განაცხადა ია ფარულავამ.