ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა.
„დღეს ალბათ სულხან-საბა ორბელიანი საფლავში გადატრიალდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართულ ოპოზიციას სტრასბურგში წარმოადგენს არც მეტი არც ნაკლები, ფრიდონ ინჯია, ხოლო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მეთაურია საყდრისის ამფეთქებელი და ივანიშვილის ოქროს საბადოთა მენეჯერი კახა კუჭავა. გიხაროდეს ერო ბედნიერო!”, – წერს ნათელაშვილი.