საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს 92 წლის გახდებოდა. შევარდნაძე მაღალი დონის პოლიტიკოსი იყო, მას იცნობდნენ და პატივს სცემდნენ ევროპული სახელმწიფოს ლიდერები.
საქართველოში შევარდნაძის მმართველობბის პერიოდს ნებისმიერი ქართველი მძიმე სოციალური პირობებით გაიხსენებს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ხალხს თავი სახალისო გამონათქვამებითაც დაამახსოვრა.
„დაიჯესტი“ გაგთავაზობთ შევარდნაძის უკვდავ ფრაზებს.
„ვისაც გადატრიალება უნდა ლოგინში გადატრიალდეს“
„ჩვენ გვეხმარება წითელი ჯვარი და კიდევ სხვა ჯვრები“
„პირადად მე რუსეთი წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ“
„ცხოვრებაში ყოველთვის ვახერხებდი სიტუაციების გადანაწილებას“
„იმ დროს მე სისხლისღვრის თავიდან აცილება არ ძალმიძდა“
„მე არ ვარ პასუხისმგებელი სააკაშვილის მოქმედებებისა, მითუმეტეს გამსახურდიის“
„მაგრამ… ჩვენ არ შეგვიძლია არ გავწიოთ დახმარება განუსაზღვრელად“
„ვფიქრობ, როდესაც თანამდებობაზე უარი ვთქვი, ამით ქართველებს კიდევ ერთი სისხლის ღვრა ავაცილე თავიდან“
„ჩვენ უკვე ვიცით, რომ დაპირებებს დიდი ჭკუა არ სჭირდება“
„როდესაც ძალა მე ჩავიგდე ხელში, ამ დროს საქართველო ევროპისგან სრულიად იზორილებული იყო“
„კორუფციას გააჩნია საკუთარი მოტივაციები…“
„არ მინდა ისტორიაში შევიდე როგორც სისხლისმღვრელი“
„წარმოუდგენელია დღეს დღეობით საქართველომ პენსიონერებისა და მასწავლებლების საკითხი მოაგვაროს. ჩვენ ამისთვის ფული გვჭირდება, რომელიც არ გაგვაჩნია“
„არცერთ ქართველს არ ძალუძს უარყოს მისი მოვალეობები და დაივიწყოს პასუხისმგებლობა“
„და საბოლოო ჯამში რა იყო ჩვენი პოლიტიკა? – ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრებს ვეძებდით მთელ მსოფლიოში“
„მე დაბრუნებას არ ვგეგმავ. კიდევ დამრჩა „გაუბედავი“ საქმეები“.
წყარო: “დაიჯესტი”