ხობის მუნიციპალიტეტში სახლი, რომელშიც დედა 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, სრულიად დაიწვა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მაშინ მივიდნენ, როდესაც სახლი მთლიანად ალმოდებული და ჩანგრეული იყო. ამ წუთებში ისინი ცეცხლს აქრობენ.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში დედა და მისი 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. მან ბავშვების სახლიდან გამოყვანა მოახერხა.