„ასტროლოგიაში პლანეტა სატურნი დისციპლინასთან, წესრიგთან, თანამიმდევრულობასთან, კარმასთან ასოცირდება. თუმცა, როდესაც სატურნის გავლენას განვიხილავთ, ალბათ, ერთ-ერთი პირველი თემა სწორედ კარმა, წარსულში დატოვებული ქმედებები და ურთიერთობები გვახსენდება. აღნიშნულ პლანეტას უსამართლობა არ უყვარს, ამიტომაც ადამიანებს ზუსტად იმას უბრუნებს, რასაც იმსახურებენ. როდესაც სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ბევრისთვის ეს პერიოდი ერთგვარ გამოცდად იქცევა. შესაძლოა, შემოქმედებითი ბლოკიც წარმოიქმნას, რადგანაც მას რუტინა და წესრიგი უყვარს. რეტროგრადული მოძრაობის დროს კი ადამიანები ქაოსსა და არასტაბილურობას განიცდიან. სატურნმა რეტროგრადული მოძრაობა 2023 წლის 17 ივნისს დაიწყო და 4 ნოემბერს დაასრულებს.
ზოდიაქოს ამ 4-მა ნიშანმა კი რეტროგრადული სატურნისაგან გარკვეული მითითებები მიიღო და მინიშნებებზე ყურადღებით უნდა იყოთ. ასტროლოგების თქმით, 4 ნოემბრის შემდეგ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ცვლილებები და გარკვეული ტიპის გარდაქმნების დროა…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე
