შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები სულ 82433 პირს დააკლდა, 74-ს კი სრულად ამოეწურა.
100 ქულა შეინარჩუნა 1 220 946-მა პირმა.
შეგახსენებთ, ქულების განულების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება, გამოცდას აბარებს ან ელოდება 12 თვის გასვლას.
