ლეგენდარული მომღერალი, ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა.
რუსული მედია მის ფოტოებს აქვყენებს, სადაც ვარსკვლავი სანქტ-პეტერბურგის სადგურზეა გადაღებული.

შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი შვილებთან ერთად, საცხოვრებლად ისრაელში გადავიდნენ, რის შემდეგაც რუსეთში კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვნენ.
ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ კი, წყვილმა ისრაელი დატოვა. პუგაჩოვა შვილებთან ერთად კვიპროსში გაფრინდა, გალკინი კი გასტროლებზე გაემგზავრა.
წყარო: AMEBI.GE
