ცნობილი ინდოელი მსახიობი, პრია სანდუ, რომელიც რვა თვის ორსული იყო, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ტრაგედიის მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს, ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია.
მსახიობი კლინიკაში რუტინული გამოკვლევისთვის 31 ოქტომბერს მივიდა. ექიმის კაბინეტში ის ავად გახდა. მედიკოსების განცხადებით, 35 წლის ქალს მოულოდნელად გული გაუჩერდა.
წყარო: AMBEBI.GE
