Monday, July 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ანტიდეპრესანტის მიღებას, მალე სრულად შევწყვეტ…“ – როგორ დაამარცხა შფოთვითი აშლილობა გიორგი კეკელიძემ?

November 3, 2023
„რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა“ – გიორგი კეკელიძე შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„ 👋 დღეს მნიშვნელოვანი დღეა – დავიწყე უკიდურესად შემცირებული ანტიდეპრესანტის დღეგამოშვებით მიღება და მალე სრულად შევწყვეტ.
ამას წინ ჯოჯოხეთური წელიწადნახევარი და მერე ტურბულენტური წელიწადი უძღოდა – უკვე გამოჯანმრთელების.
და მე გადავწყვიტე შურისძიება. არა კონკრეტულ ადამიანებზე, ეგ იოლი საქმე იყო და კაცმა რომ თქვა, არც ღირან ამად – ზედმეტად ზედაპირულები და უგემოვნოდ ტრაგი-კომიკურები არიან. არამედ შურისძიება საკუთარ თავზე. და დავისახე დიდი მიზნები. და აი, ამბები განსასჯელად, რომელთაც ვეჭიდები:
პირველი და მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შესწავლაა – იმ ობსესიების და შფოთვების გენეზისის დადგენა, მათი გაჩვეულებრივება, ბიოქიმიის მართვის მცდელობა და სხვანი.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia –
პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, დამწერლობის მუზეუმი, ახალი საცავები, ციფრული ლაბორატორიების განახლება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.
ეკვილიბრიუმი • Equilibrium – სოფლის ბიბლიოთეკების აქტიური მომარაგება და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობა – უახლოესი გაიხსნება რომში, ემპოლიში და ბარიში, მერე – რიზე, დუბლინში, ათენში და აშშ-ს რამდენიმე ქალაქი.
დავწერე და გამოიცა ორი წიგნი – ორივე განსხვავებული – ერთი ფეხბურთელზე და მეორე პოეტური კრებული #ახალისიმღერები – პირველი – ეროვნული ბესტსელერის, მეორე – ვფიქრობ, ძალიან ამბიციური ლიტერატურული დონის. მალე გამოვა #თომასზღაპრები ს მეორე ნაწილი. ვწერ კიდევ ორ ტექსტს – ასევე ორივეს განსხვავებულს, პირველი – #წერილებიჩემიბავშვობიდან მცდელობაა იმისა, რომ გაცილებით სრულყოფილი #გურულიდღიუები შეიქმნას და მეორე – #ობსესიები – პირველ სერიოზულ რომანზე მუშაობა.
ძალიან მალე წიგნი ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიაშიც გამოიცემა, რომლის პროდიუსერიც ვარ, გარდა ავტორისა. პროექტის მხარდამჭერები უმსხვილესი იტალიური მედია-გამოცემები არიან.
ვასრულებ მუშაობას ,,ბჰაგავდგიტას” პოეტურ თარგმანზე, პრაპჰუბადასა და ვივაკანდას კომენტარებით.
ვამუშავებ სადოქტორო მიმართულებას – ,,ფოლკლორის ფსიქოთერაპია” და ამით ვასრულებ ჩემი მასწავლებლის – ზურაბ კიკნაძის ანდერძს.
აღვადგინეთ ლეგენდარული LIB.GE და დავაფუძნეთ lib-აკადემია, რომელიც გულისხმობს პირველ სტრუქტურულ კერძო ონლაინ სკოლას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
დაიწყო გადაღებები ფილმის #გურია (რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი) რომელიც შვიდი ქვეყნის კოპროდუქციია და ვარ მისი სცენარის ავტორი და პროდიუსერი.
ვგეგმავ საკუთარი მინი-ფილმების #სოფლებიდაადამიანები სერიის გაგრძელებას ნათელა გრიგალაშვილთან ერთად.
ვაგრძელებ მუშაობას ტელევიზიაში, საკუთარი ლიტერატურული რუბრიკით ახალი დღე • 1tv.ge და ვგეგმავ რადიოსაც.
ვმუშაობ მასწავლებლად European School – ევროპული სკოლა – და ვწერ სტატიებს გაზეთისთვის @mastavlebeli.ge
ვკითხულობ საჯარო ლექციებს სკოლებში და უნივერსიტეტებში.
ვმუშაობ მოხალისედ ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew’s Foundation – ის სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებთან და ასევე ვცდილობ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს მოხალისეობასაც.
ვუძღვები #გურულიდღიურებისფონდი – ს, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს სტიპენდიას უნიშნავს.
და ამის უკან დგას უამრავი პერსონალური და ბიუროკრატიული ამბავი.
და მე ადამიანის ძალის მჯერა.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“, – აღნიშნულია პოსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვალუტის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს ხვალ?
  • შსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპის მსგავსად რეკორდული სიცხეები? – სინოპტიკოსის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge