გუშინ თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, მეზობელმა მამა-შვილი ცივი იარაღით დაჭრა.
ირკვევა, რომ ქალაქის ცენტრში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს წინ ჩხუბი და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
„ტვ პირველს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ მას შემდეგ რაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი სახლში დაბრუნდა და მათ კუთვნილებაში მყოფი ადგილას მდგარი უცნობი ავტომობილი დაინახეს, დაიწყეს მოკვლევა, თუ ვისი იყო მანქანა. გარკვევის შემდეგ, ადგილზე ჩამოვიდა ავტომობილის პატრონი და სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილსა და მეზობლის სტუმარს შორის მოხდა შელაპარაკება, რასაც მამა-შვილის ცივი იარაღით დაჭრა მოჰყვა.
