“ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი უკვე დაკავებულია. ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ დააკავეს. არსებული ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანია და ის კლინიკიდან გაქცევის შემდეგ სახლში მივიდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია სხვა ორი გაქცეულის დაკავების შესახებაც. მათ კვალს კი სამართალდამცველებმა წილკანში მიაგნეს.
შეგახსენებთ, “ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა.
წყარო: AMBEBI.GE