თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.
ცნობისთვის, გუშინ “ავერსის” კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა. არსებული ცნობით, სამივე პატიმარი არასრულწლოვანია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, პატიმრების გაქცევის საქმეზე პოლიციამ ერთი ბადრაგი დააკავა.
როგორც ცნობილია, პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.
